13:33 11-07-2015
ვაკის პარკთან პატრული და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საღამოს, 18:00 საათიდან ადგილზე ჯებირების მოწყობაც დაიწყება.
"ამჟამად როგორც ვაკის პარკში, ისე პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია. უკვე 18:00 საათიდან დაიწყება ჯებირების მოწყობა და გეგმის მიხედვით მიმართულებების მოწყობა", - განმარტეს შსს-ში.
"ბარსელონა"-"სევილიას" სუპერთასის მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ.
შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.
უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთების ფასებია 18, 35 და 75 ლარი.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული