ვაკის პარკთან პატრული და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ვაკის პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საღამოს, 18:00 საათიდან ადგილზე ჯებირების მოწყობაც დაიწყება.

"ამჟამად როგორც ვაკის პარკში, ისე პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია. უკვე 18:00 საათიდან დაიწყება ჯებირების მოწყობა და გეგმის მიხედვით მიმართულებების მოწყობა", - განმარტეს შსს-ში.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

"ბარსელონა"-"სევილიას" სუპერთასის მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე
მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ.

შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.

უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. ბილეთების ფასებია 18, 35 და 75 ლარი.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული