სუპერთასის მატჩისთვის თბილისში დიდი ეკრანები და ბიოტუალეტები დამონტაჟდება

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მატჩის გამართვის თარიღი ახლოვდება, სამთავრობო კომისიამ კი მზადების პროცესზე კიდევ ერთხელ იმსჯელა.


შეხვედრა, მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე არავის უსაუბრია. აღნიშნულ შეხვედრაზე დაიბარეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავაც.

Sportall.ge-სთან სფფ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო სუპერთასისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრისთვის, ქალაქის მასშტაბით დიდი ეკრანები დამონტაჟდება, სადაც დედაქალაქის მერია ბიოტუალეტებს დაამონტაჟებს და სხვა კომფორტს შეუქმნის გულშემატკივარს.

"შეხვედრაზე საუბარი იყო იმ სამუშაოებზე, რომელიც მიმდინარეობს
სუპერთასისთვის. მერიას, ამ სუპერთასისთვის შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონტროლს უწევს სამუშაოებს. მათ მოგვახსენეს, რომ "დინამო არენაზე" სკამების მონტაჟი 20 ივლისს დასრულდება. ასევე, გავიარეთ მედია საკითხები.

უეფადან ჩამოვა ჯგუფი, რომელიც დააკოპლექტებს და ამ საკითხს მოაგვარებს. ერთი მედიაზონა იქნება მუსკომედიის თეატრში, სადაც აკრედიტაციები გაიცემა, ხოლო მეორე სამუშაო მედიაზონა მოეწყობა სტადიონის პარკინგის ადგილზე, სადაც ორი ათასი კვადრატული მეტრის ფართია და იქ ექნებათ ტელევიზიებსა და სხვა მედიასაშუალებებს მუშაობის საშუალება.

საუბარი იყო იმაზეც, რომ ყველა მსურველი ვერ მოხვდება ამ თამაშზე და უნდა გაკეთდეს დიდი ეკრანები და ის ზონები, სადაც გულშემატკივარი შეძლებს თამაშის ყურებას. დაიდგმება ბიოტუალეტები და სხვა საჭირო რაღაცებიც, რადგან მთავარია კომფორტი, ამის გარეშე, სახლშიც ყველა უყურებს ტელევიზორში თამაშს. ემოციები უნდა გამოხატოს ხალხმა.

ეს საკითხი დასვა ბატონმა კახი კალაძემ და დაინტერესდა, რამდენად ემზადება მერია ამის გასაკეთებლად თბილისის მასშტაბით".

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასი 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს "სევილია" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, მიხეილ მესხზე, სპეციალურად დამონტაჟებულ სალაროებში, ხვალ, 12 ივლისს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული