მოქალაქეების ნაწილი: ფეხბურთის ფედერაციამ მოგვატყუა

AutoSharing Option
გულშემატკივრებს, რომელთაც "ცოცხალმა რიგმა" მოუწია, თუმცა წინასწარ შედგენილ ე.წ. სიებში არ არიან, უკან აბრუნებენ. პროცესს ჯგუფების ხელმძღვანელები არეგულირებენ. სამართალდამცველები კი მათ ხელს არ უშლიან.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ აბრუნებენ უკან მოქალაქეებს, რომლებიც სიაში არ არიან, სამართალდამცველები პასუხობენ, რომ "მათ ხალხი მაინც არ შეუშვებს". მათი თქმით, ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას უწევენ ორგანიზებას.

მოქალაქეები, რომლებიც სიაში არ არიან აპროტესტებენ თუ როგორ მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვა.

მათი თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ისინი მოატყუა, როდესაც განაცხადა, რომ წინასწარ შედგენილ სიებს მნიშვნელობა არ ექნებოდა და ბილეთების გაყიდვას დღეს
9.00 საათიდან "ცოცხალი რიგის" მიხედვით მოხდებოდა.

"ფეხბურთის ფედერაციამ თავიდან არ თქვა, რომ ამ სიებს აღიარებდნენ. მათ გამოაცხადეს, რომ 09:00 საათზე დაიწყებოდა ბილეთების გაყიდვა. შესაბამისად, მოვედი ამ დროისთვის. აღმოჩნდა, რომ ვიღაცეებმა შეადგინეს სიები და უშვებენ მხოლოდ მათ, ვინც ამ სიებშია. ვინ არიან ეს მოქალაქეები. ასე მეც შევადგენდი სიას. პოლიცია და სამართალდამცველები ხელმძღვანელობენ იმავე სიებით, რომლებიც მოსახლეობას აქვს შედგენილი. მეც ისეთივე მოქალაქე ვარ, როგორც ისინი და ჩემი უფლებები არის დარღვეული", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თამარ გვასალიამ.

- ყველა ინფორმაცია უეფას სუპერთასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული