სალაროები უეფას სუპერთასის ბილეთების ამოწურვამდე იმუშავებენ

AutoSharing Option
18:00 საათის მდგომარეობით გაყიდულია 8500 ბილეთი.

გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სალაროები 21:00 საათზე არ დაიხურება და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ბილეთების ამოწურვამდე.

სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე 9 საათია მიმდინარეობს. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთებს გულშემატკივრები დილიდან უწყვეტ რეჟიმში ყიდულობენ.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა ის პირი, რომლებიც ბილეთებს შემდგომში გადაყიდვის მიზნით ყიდულობენ, რომ შსს-სა და მერიის მობილური ჯგუფები გადამყიდველთა გამოვლენის მიზნით აქტიურად მუშაობენ და ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენის
შემთხვევაში, დამრღვევი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეც მინდა ბილეთი ... ხომ ვერ შეხვალ
lasha kvelaidze
18:56 12-07-2015
0
რა დასჯაზე საუბრობთ? რა იცით რა ხდება 11 აგვისტომდე და ვინმემ თუ ბილეთი სხვას მისცა რა მოხდა? მავნებლები ხართ. ჯგუფები არა ტოლმა. საქმე არ გაქვთ? ეგ ჯგუფები გაუშვით ვაკე-საბურთალოს გზის აღსადგენად ჯობია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული