გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სალაროები 21:00 საათზე არ დაიხურება და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ბილეთების ამოწურვამდე.
სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე 9 საათია მიმდინარეობს. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში უეფას სუპერთასის ბილეთებს გულშემატკივრები დილიდან უწყვეტ რეჟიმში ყიდულობენ.
აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა ის პირი, რომლებიც ბილეთებს შემდგომში გადაყიდვის მიზნით ყიდულობენ, რომ შსს-სა და მერიის მობილური ჯგუფები გადამყიდველთა გამოვლენის მიზნით აქტიურად მუშაობენ და ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენის
სფფ-ის პრესსამსახური