უჩა სოსიაშვილი: დარწმუნებული ვარ, გორის სტადიონი გაივსება

AutoSharing Option
20 ივლისს, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ბელგრადის "პარტიზანთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

გორელთა მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე მეკარე ოლეკსეი შევჩენკოსთან ერთად წარდგა.

სოსიაშვილის თქმით, გუნდის ყველა მოთამაშე მოტივირებულია და სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში მოუთმენლად ელოდება ხვალინდელი მატჩის დაწყებას. ამასთან, მისი თქმით, "დილას" შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.

"რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მოწოდება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის სტადიონი გაივსება.

ისტორიული ფაქტია ის, რომ გორის "დილა" მსგავსი მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ატარებს, რაც
ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება", - თქვა სოსიაშვილმა.

დილასა" და "პარტიზანის" მატჩი გორში 21 ივნისს, 16:30 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ბელგრადში გამართული შეხვედრა "პარტიზანის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ცნობილია, რომ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ მსაჯ დანიელ სტეფანცკის რაფაელ როსტკოვსკი და მარჩინ ბონიეკი გაუწევენ ასისტენტობას. მეოთხე მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება.

ასევე იხილეთ:
პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
აჩვენებს პირველი არხი
mumu
09:49 21-07-2015
0
გვითხარით აჩვენებს თუ არა ტელევაზია
rezi
09:46 21-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული