ამის შესახებ კლუბის დირექტორმა გიორგი ტუღუშმა კლუბის ოფიციალური საიტის მეშვეობით გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ "დილამ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "პარტიზანთან" ბელგრადში მინიმალური ანგარიშით (0:1) დათმო, დღეს კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საპასუხო შეხვედრას გამართავს. წარმატების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე "დილა" რუმინული "სტიაუას" და სლოვაკური "ტრენჩინის" წყვილში მოგებულს შეხვდება.