სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა", თუკი 21 ივლისს გასამართ შეხვედრას "პარტიზანთან" სასურველი ანგარიშით დაასრულებს, ჩემპიონთა ლიგის III ეტაპის მატჩსაც საკუთარ მოედანზე, გორის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს.

ამის შესახებ კლუბის დირექტორმა გიორგი ტუღუშმა კლუბის ოფიციალური საიტის მეშვეობით გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ "დილამ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "პარტიზანთან" ბელგრადში მინიმალური ანგარიშით (0:1) დათმო, დღეს კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საპასუხო შეხვედრას გამართავს. წარმატების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე "დილა" რუმინული "სტიაუას" და სლოვაკური "ტრენჩინის" წყვილში მოგებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადალახეს და ეგ არის
levani
17:21 21-07-2015
0
მაგარი გყავტ ის 2 ნომერი მაგით მაგრად შეუტევტ და დაიცავტ თავს.. ბავშვივიტ აბალახა კაცმა და გაჩერდა და უყურებდა როგორ გაუტანდა გოლს
5454
17:35 21-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული