დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართული გუნდების ევროტურნირებში მონაწილეობა ექსკურსიას ჰგავს. ჩვენი ფეხბურთის დაბალი კვალიფიკაციის სკოლაში სწავლას რომ მორჩებიან ქართული კლუბები, გაგვიღებენ ხოლმე ბებერი კონტინენტის კარს, დაგვათვალიერებინებენ ევროპულ ფეხბურთს, ჩაგვიტარებენ გაკვეთილებს და გვიშვებენ სახლში საშინაო დავალებებით.

მერე ვითომ ვცდილობთ ამ დავალებების მომზადებას, დადგება ახალი სეზონი, წავალთ ისევ ევროპაში და ასე შემდეგ...

სამწუხაროდ, არათუ კიდევ ვერ მოვახერხეთ მათ შორის ადგილის მოპოვება, არამედ სულ უფრო ვშორდებით ევროპულ ფეხბურთს. განსაკუთრებით, წლეულს მოისუსტეს ქართულმა გუნდებმა, ასე იოლად და ერთბაშად რომ გამოეთიშა ყველა ჩვენი გუნდი ევროტურნირებს. ასეთი რამ, ყველა გუნდი
პირველივე ცდაზე რომ გავარდნილიყო, მანამდე ორჯერ მოხდა - 2000/01 და 2003/04 წლების სეზონში.

ახლაც ვერ მივაღწიეთ აგვისტომდე...

ევროფეხბურთის ზღვაში ჩასაძირად განწირული ქართული გემი ბოლოს ქვეყნის ჩემპიონმაც დატოვა, ჩემპიონმა, რომელიც ერთადერთი იმედი იყო ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ალბათ, ბევრი არ იყო ასეთი იმედიანი ქომაგი ბელგრადული მატჩის შემდეგ, მაგრამ რა ქნას ქომაგმა? იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი და ვიზეიმოთ გამარჯვებაო - ასე ფიქრობდა ხალხი...

"თენგიზ ბურჯანაძეზე", რომელიც პირველად მასპინძლობდა ევროტურნირის მატჩს, სრული ანშლაგი იყო. ტრიბუნებზე არა მხოლოდ რიგითი ქომაგი, ქართული სპორტის სხვა სახეობათა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დედაქალაქიდანაც ჩამოვიდნენ თამაშის სანახავად. ესეც დასტური იმისი, თუ როგორ ელოდა ლამის მთელი ქვეყანა ერთ გამონათებას მაინც...

პირველი მატჩის წაგების შემდეგ, ცხადია, "დილას" უნდა შეეტია. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმაც აშკარად შესაფერისი შემადგენლობა დააყენა. მასპინძლებმა "პარტიზანის" გასატეხად 4-3-3 ტაქტიკური სქემა შეარჩიეს, თუმცა სერბები მეტოქის განზრახვას მომზადებულნი შეხვდნენ და გორელებს ინიციატივის ხელში აღების საშუალება არ მისცეს.

მე-6 წუთზე სერბებმა გორელ მცველთა შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლეს და დარკო ბრაშანაცის პასით ანდრეი ჟივკოვიჩმა სახიფათო პოზიციიდან დაარტყა - ამ ეპიზოდში "დილა" ოლეკსეი შევჩენკომ გადაარჩინა. თავშივე ვიტყვით, რომ ბრაშანაცმა, რომელიც პირველივე მწვავე იერიშისას კინაღამ ასისტენტად მოგვევლინა, დარჩენილ დროში ეს მისიაც შეასრულა და თავადაც გაიტანა. შესაბამისად, ის გუშინ უდავოდ საუკეთესო იყო.

სტუმართა პირველი "ჩხვლეტის" შემდეგ, მე-16 წუთზე ფხა მასპინძლებმაც გამოაჩინეს, როცა გიორგი ილურიძემ კარგ პოზიციაზე გაიყვანა ირაკლი მოდებაძე, მაგრამ აქედან ხეირი ვერ მივიღეთ.

"დილას" შემტევები სტუმარ მცველებს პრობლემებს ვერ უქმნიდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ თავდასხმასა და ნახევარდაცვას შორის კავშირი აშკარად მოიკოჭლებდა.

პირველ ტაიმში "დილამ" ყველაზე დიდი ხიფათი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებისას შექმნა - ოთარ მარცვალაძემ საჯარიმოში ჩააწოდა და ირაკლი ძარიამ თავით კარისკენ გაგზავნა ბურთი, თუმცა - მცირეოდენ არაზუსტად.

მწვავე იყო გიორგი ნავალოვსკის კუთხურიც, რომელიც მოდებაძემ ახლოდან დაარტყა და ამ შემთხვევაშიც ბურთი მცირე მანძილით ასცდა სამიზნეს. მერე ლაშა გვალიამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დასცხო და ბურთმა მარჯვენა ძელს ჩაუქროლა.

ტაიმის შუა წელში "პარტიზანის" შემტევებმა სწრაფი იერიში საჯარიმოში შესვლით დაასრულეს, იქ კი ბურთი ერთ-ერთ სერბს მოხვდა ხელზე, თორემ გოლი თითქმის გარდაუვალი ჩანდა.

37-ე წუთზე კი "პარტიზანმა" გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა შემდგომ ეტაპზე გასასვლელად - შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრილმა ნემანია პეტროვიჩმა ძალზე იოლად მოატყუა მასპინძელთა ორი მცველი და იქვე ბრაშანაცი მონახა, რომელსაც ახლო მანძილიდან ქართველების დამწუხრება არ გასჭირვებია - 0:1.

ამის შემდეგ "პარტიზანს" ისედაც გვარიანი თავდაჯერება კიდევ უფრო მოემატა, თუმცა ბოლო წუთზე სტუმარი მოდებაძის თავურისას გადარჩა...

მეორე ტაიმის სტარტზე სოსიაშვილმა კიდევ დაამატა მოიერიშეები - მოედანზე მათე კვირკვია და ისლამ მაშუკოვი გამოჩნდნენ. რა გასაკვირია და, სტუმრებმა დაცვაზე მეტი აქცენტი გადაიტანეს. 54-ე წუთზე, კვირკვიას პასით, მარცვალაძე კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი მცირედით ააცილა მიზანს.

იქვე, ნავალოვსკიმ შორიდან კიდევ უფრო სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ კუთხურზე ბურთი ეფექტური ნახტომით მოიგერია.

სამაგიეროდ, აბუბაქარ უმარუ დაუსხლტათ მასპინძელ მცველებს, მაგრამ შევჩენკოსთან ერთი-ერთზე გასულმა მეკარეს ვერ აჯობა.

65-ე წუთზე კი ვეღარც შევჩენკომ გვიხსნა - ისევ ბრაშანაცის პასით უმარუ კიდევ ერთხელ გავიდა მეკარესთან პირისპირ და მართალია, შევჩენკო მისწვდა ბურთს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 0:2.

ამ დროს სამარცხვინო ფაქტი მოხდა - ზოგიერთმა მაყურებელმა გულისწყრომა ფეხბურთელების გინებით გამოხატა, რაც ნავალოვსკისა და მარცვალაძეს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. მსაჯმაც ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა...

დარჩენილ დროში ისევ უმარუს ჰქონდა მომენტი, მაგრამ გორელებმა მეტი აღარ გაუშვეს, 88-ე წუთზე კი ახალშესულმა გიორგი ერისთავმა "სტანდარტულიდან" ბურთი ხარიხას მოარტყა - პრესტიჟის გოლიც არ გამოვიდა...

მატჩის შემდეგ
ზორან მილინკოვიჩი ("პარტიზანის" მწვრთნელი): "მიზნად გვქონდა დასახული, პირველ ტაიმშივე გაგვეტანა გოლი, რაც შევასრულეთ კიდეც და მეორე ნახევარში გაცილებით მშვიდად ვითამაშეთ. ბელგრადში "დილას" თამაში არ მომეწონა, რადგან გუნდი ძალიან იყო დაცვაში ჩამჯდარი, განსხვავებით დღევანდელისგან. როცა შემოგვიტიეს, სივრცეებიც გაიხსნა და ბევრად კარგი თამაში გამოვიდა. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ კლუბს. ჩვენ კი მომდევნო ეტაპზე "სტიაუასთან" გვიწევს დაპირისპირება. მეტოქე ძლიერი და ტიტულოვანია, თუმცა ვეცდებით, მათთან პაექრობაც სასურველი შედეგით დავასრულოთ".

უჩა სოსიაშვილი ("დილას" მწვრთნელი):
"პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე, რასაკვირველია, შეტევა გვმართებდა და მეც შესაბამისი ტაქტიკით გავიყვანე გუნდი მინდორზე. პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები, თუნდაც ლაშა გვალიას ეპიზოდი გავიხსენოთ, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. სამაგიეროდ, ეს მოახერხა მოწინააღმდეგემ და კიდევ უფრო გაგვირთულა მდგომარეობა. მეორე ტაიმში შეტევას კვირკვია და მაშუკოვი დავამატეთ. მათ ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ კონტრშეტევაზე მეორე გოლიც გავუშვით... ჩემი ფეხბურთელების მადლობელი ვარ, რომ ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, გააკეთეს თუნდაც პრესტიჟის გოლის გასატანად".

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
21.07. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 4000 მაყურებელი
დილა-პარტიზანი 0:2
(პირველი მატჩი 0:1)
გოლები: 0:1 ბრაშანაცი (37. პეტროვიჩის პასით), 0:2 უმარუ (65. ბრაშანაცის პასით)
დილა: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე, ნავალოვსკი, პაპავა (46. კვირკვია), ძარია, გვალია, ილურიძე (46. მაშუკოვი), მოდებაძე, მარცვალაძე (82. ერისთავი).
სათადარიგო: მუჯირიშვილი, ქარქუზაშვილი, კვირკველია, რაზმაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
პარტიზანი: ზ. ჟივკოვიჩი, ვლიჩევიჩი, პეტროვჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი (80. ილიჩი), ბაბოვიჩი, ა. ჟივკოვიჩი, იევტოვიჩი, უმარუ (87. შაპონჯიჩი), ბოჟინოვი (68. ნიკოვიჩი).
სათადარიგოები: კლიაიჩი, ბოგოსლავიჩი, ფაბრისიო, ტრუჟიჩი
მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი
გაფრთხილება: მოდებაძე (19), ბრაშანაცი (48), ბალაჟიჩი (61), ნავალოვსკი (68), მარცვალაძე (68)
არბიტრი: დანიელ შტეპანსკი (პოლონეთი)

სტატისტიკა

8 კარში დარტყმა 12
4 ზუსტი დარტყმა 7
5 კუთხური 6
1 თამაშგარე 0
19 ჯარიმა 15
41% ბურთის ფლობა 59%

სხვა მატჩები
ჩემპიონთა ლიგა
პიუნიკი (სომხეთი)-მიოლდე (ნორვეგია) 1:0 (0:5)
მილსამი (მოლდოვა)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 2:1 (1:0)
ჰიკ (ფინეთი)-ვენტსპილსი (ლატვია) 1:0 (3:1)
მაკაბი (თ-ა, ისრაელი)-ჰიბერნიანსი (მალტა) 5:1 (1:2)
ლინკოლნი (გიბრალტარი)-მიდტიულანდი (დანია) 0:2 (0:1)
ვარდარი (მაკედონია)-აპოელ (კვიპროსი) 1:1 (0:0)
ჟალგირისი (ლიტვა)-მალმიო (შვედეთი) 0:1 (0:0)
კრუზეიდერსი (ჩრ. ირლანდია)-შკენდერბეუ (ალბანეთი) 3:2 (1:4)

ევროპალიგა
ელფსბორგი (შვედეთი)-რანდერსი (დანია) 1:0 დ.დ. (0:0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /


ერთადერთი გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი:

დახსენისთ ფეხბურთის ფედერაციის უკლევლივ ყველა თანამშრომელი,

ფედერაციაში დამლაგებლების გარდა...

მერე...უკლებლივ ყველა ფეხბურთის სპორტსკოლაში,თბილისში ,საქართველოში დ ა ხ ს ე ნ ი თ ფეხბურთის ,,პერაგოგები,, თუ ,,მწვრთნელები,,...
ცხელგულა
ბავშვიები მოდის ფეხბურთის ს ა თ ა მ ა შ ო თ ,მუდამ ბურთთან ურთიერთობისათვის ,
მიზანდასახული,თავდასხმაში,თავგანწირვით თა მ ა შ ი ს ა თ ვ ი ს,ინდივიდუალიზმი განვითარებისათვის და...და...,,მწვრთნელები,,

ბურთი არ ატაროთ,პ ა ს ი,უკან პასი,უკან ჩამოდით...უკან,უკან...

და თავისთავად, ამას რად უნდა ფიზიკური ს ი ზ ლ ი ე რ ე, მომზადება ?!

ბურთი აარიდე,ანუ ისევ პასი, ,,აქ ბურთი მოიშორე,, ,,იქ მოიცილე,, და ა. შ...

და არიან ,იზრდებიან შ ე შ ი ნ ე ბ უ ლ ე ბ ი
და დაფარფატებენ მოედანზე...
ბურთის მიღებაც,რომ მოზრდილობაში ეშინიათ,არათუ
ტარება..
მიღებული არა აქვთ ბურთი და...

და არიან ფიზიკურად პეპლებივით..

დ ა ხ ს ე ნ ი ს მწვრთნელები ყველა დონეზე და დანიშნეთ ფ ი ზ ი კ უ რ ი და ფსიქიკური გაძლიერება-განმტკიცებისათვის პ ე დ ა გ ე ბ ე ბ ი...

მიეცი -თ ბავშვებს ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ უ რ ი თამაშის უ ფ ლ ე ბ ა,პ ა ს ი ს გარეშე,მოედანზე ბ უ რ თ ი თ და უბურთუდოდ სირბილი...წ ი ნ,მხოლოდ წ ი ნ...ეს ფ ი ზ ი კ უ რ ა დ ა ც და ფ ს ი ქ ი კ უ რ ა დ ა ც განამტკიცებ და განავითარებს მოზარდს და პასს...გვიანაც კი ისწავლიან,მასაც ზ უ ს ტ ა დ და... წინ!!!

უკვე..გიბლარტარის დონეხე დავედით ,ამ თქვენი ტექნიკის და პასის ვითომდა სწავლებით და ...პ ე პ ლ ე ბ ი ვ ი თ ,,თამაშით,,!!!

ელემენტარული ,სპორტული ღ ი რ ს ე ბ ა მაინც არ გაგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციაში ?!
glaxuna
14:56 22-07-2015
0
მთავარი პრობლემა პირველ გოლზე ის კი არ არის რომ მოატყუა ის მარჯვენა მცველი.. გორის ორი შუა მცველი ერთ თავდამსხმელს იყვანს.. და შესულები არიან კარში.. ამოდი ბიძია მაღლა და მოასწრებ იქ დაზღვევას...ცოტა ყურადღება და ცოდნა სჭირდება.. უყურებენ ერთმანეთს....
zaali
19:02 01-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული