გადადექითო!.. აქცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებული არჩევნები სულ უფრო აქტუალური ხდება.

30 ივლისს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მისი ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სპორტის საზოგადოების" მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი აქცია იყო.

"პროტესტანტები" ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის არა მხოლოდ გადადგომას, არამედ, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვდნენ.

ამას წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "კვირას" პრესკლუბში გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბექა სამუშიამ განაცხადა, რომ კანონის ფარგლებში ფედერაციის საქმიანობაზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.

"ფეხბურთის განვითარებაზე წელიწადში 40 მილიონზე მეტი
იხარჯება და შედეგებით ჩვენზე გაცილებით დაბალბიუჯეტიანი ქვეყნები გვისწრებენ. ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილზე ვართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში კანონის ფარგლებში ჩაერიოს და მიიღოს ქმედითი ზომები, ქართველ გადამხდელთა ფული არაეფექტიანად რომ არ იხარჯებოდეს და რომ შედეგები მივიღოთ.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ზვიად სიჭინავას და რევაზ არველაძეს კი, გადადგომისკენ მოვუწოდებთ. აუცილებელია შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ წლების განმავლობაში მათი საქმიანობა", - განაცხადა სამუშიამ და იქვე სუპერთასის ბილეთების თემასაც შეეხო:

"ბილეთების სოლიდური რაოდენობა "შავ ბაზარზე", გულშემატკივრის გვერდის ავლით მოხვდა და საკმაოდ სოლიდურ ფასადაც იყიდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მხოლოდ ბილეთების გადამყიდველებს არ უკავშირდება და, შესაძლოა, მასში ფედერაციის თავკაცები, ზვიად სიჭინავა და რეზო არველაძეც მონაწილეობდნენ. ეს კი მათი ბრალეულობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამ ეჭვს ის ინფორმაციაც ამყარებს, რომ ოფიციალურად, დაგეგმილზე ნაკლები ბილეთი გაიყიდა, ხოლო "სევილიამ" გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი 2700 ბილეთი დააბრუნა, ეს კი გასაყიდად არც გამოსულა და ამ დრომდე გაურკვეველია, სად და როდის გაიყიდება".

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, მათ მოთხოვნებს თუ არ დააკმაყოფილებენ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"52
მკითხველის კომენტარები / 10 /
გუნდების დაფინანსებას რაც შეეხება, ფული 'სწორადაც' რომ იხარჯებოდეს და შტატებიც რომ არ იყოს გაბერილი, მაინც გაუმართლებელია ჩვენს დროში სახელმწიფო კლუბების არსებობა. ყველა კლუბები აუცილებლად კერძო უნდა იყოს! კლუბების მსურველები კი ბლომად არიან (სხვა საკითხია ის, რომ ეს ბიზნესმენები თავიდან დიდი ფულის ჩამდებები არ არიან)! აქ პირობებზე უნდა იყოს საუბარი, თუ რა ფორმით შეიძლება კერძო კლუბების (ბიზნესის!) ხელშეწყობა და არა ამ ამორტიზირებული გადმონაშთის დატოვებაზე!
qazwsx
07:55 01-08-2015
0
რა უსაშველო გახდა ამ არველაძის და მისი .. მოცილება ქართული ფეხბურთიდან?რაც არ უნდა იძახონ არველაძე რა შუაშიაო აბა ვინ არის შუაში?ფაქტი ფაქტად რჩება,მათი მმართველობის დროს ჩაიძირა ქართული ფეხბურთი.ნუთუ არ უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი?
Inga
06:34 01-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული