უეფა თბილისის "დინამოს" მხოლოდ ფულადი ჯარიმით დასჯის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" დააზუსტეს 4 აგვისტოს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული კლუბი აზერბაიჯანულ "გაბალასთან" ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველ შეხვედრაში მომხდარი ამბების გამო 20 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

პლუს ამას, ისიც დაიწერა, თითქოს, "დინამოს" მომდევნო საევროთასო მატჩის დროს გუნდის ფანატთა ("გლადიატორები") სექტორი ცარიელი უნდა იყოს.

"მინდა, დავაზუსტო, რომ აქ საუბარია მხოლოდ საჯარიმო სანქციაზე და არანაირი შეზღუდვა არ არის გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების მხრივ.

ეს საჯარიმო სანქცია გამოიწვია სტადიონზე გარკვეული შინაარსის ბანერების გადმოფენამ", - გვითხრა "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფირცხელანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული