"ბარსელონა" თბილისში 9 აგვისტოს ნაცვლად 10 აგვისტოს ჩამოვა

AutoSharing Option
უეფას სუპერთასზე "ბარსელონა" თბილისში 9 აგვისტოს ნაცვლად 10 აგვისტოს ჩამოვა. ამის შესახებ სფფ-ის საშეჯიბრებო განყოფილების უფროსმა დიმიტრი ბოკერიამ განაცხადა.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ "ბარსელონა" და "სევილია" თბილისში ერთ დღეს, 9 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ, თუმცა "ბარსელონას" ჩამოსვლის თარიღი შეიცვალა და კატალონიელები 10 აგვისტოს ჩამოვლენ.

"ბარსელონა" სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდება. ესპანეთის ჩემპიონი სასტუმროს თითქმის ყველა ნომრის დაჯავშნას აპირებს. სულ "მერიოტის" სასტუმრო 112 ნომერს მოიცავს, აქედან 102-ს კი "ბარსელონა" ჯავშნის.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს "დინამო არენაზე", უეფას სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთამანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.
მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული