უეფას სუპერთასი: "სევილია" თბილისს დღეს ესტუმრება

AutoSharing Option
თბილისში, 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერთასის მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები, "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან, რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა, "სევილია" საქართველოში დღეს, 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხოლო "ბარსელონა" 10 აგვისტოს.

ორივე გუნდი ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

"ბარსელონა" "თბილისი მერიოტში" დაბინავდება. ბოკერიას თქმით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნა.

"ბარსელონა თამაშამდე გამართავს ორ ვარჯიშს - 10 აგვისტოს, "დინამო არენაზე" საღამოს 9:00 საათზე, ხოლო 11-ში მიხეილ მესხის სახელობის
სტადიონზე. ეს არის ძირითადი გრაფიკი. დამატებით, რაიმე ექსკურსიები არ იგეგმება. მხოლოდ სპორტული პროგრამაა, რადგან სერიოზულად ემზადებიან მატჩისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

"ბარსელონასა" და "სევილიას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 11 აგვისტს, 22:45 სთ-ზე დაიწყება.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული