"ბარსელონამ" ის 25-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა, რომლითაც თბილისს ეწვევა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც უეფას სუპერთასის მატჩისთვის თბილისს ეწვევიან. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქს ვერ ეწვევა ნეიმარი, რომელსაც ყბაყურა აქვს და ამის გამო 2 კვირა გაუცდება.


სუპერთასის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა თასის მფლობელი "ბარსელონა" და ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

"სევილია" საქართველოს დედაქალაქს დღეს, 9 აგვისტოს ესტუმრება, კატალონიური გრანდი კი - 10 აგვისტოს.

სუპერთასის მატჩისთვის ლუის ენრიკეს 25-კაციანი გუნდი ასე გამოიყურება: ანდრე
ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ხორდი მასიპი, დუგლას პერეირა დოს სანტოსი, ჟერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხი ბუსკეტსი, დანი ალვეში, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რაფინია, ხავიერ მასკერანო, მარკ ბარტრა, მუნირ ელ-ჰადადი, სანდრო რამირესი, ხორდი ალბა, სერხიო რობერტო, ადრიანო, თომას ვერმალენი, ჟერემი მატიე, ალენ ჰალილოვიჩი, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად არიან, თბილისში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ადრიანო, დუგლასი და ხორდი ალბა, ხოლო ვიდალი და არდა მატჩს "ბარსელონას" მიმართ დაწესებული სანქციების გამო გამოტოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტუტუც?ამდენი არ იცით?
მასკერანო კი არა "მასჩერანო"....
გუადუა
17:18 09-08-2015
0
ნეიმარი არ იქნება?
Nodari
18:02 09-08-2015
0

სიახლეები პოპულარული