უეფას სუპერთასის მატჩის გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:

• მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);
• წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;
• დაიკეტება აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და
დ. აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან დ. აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;
• ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;
• მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ. წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;
• მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

შედეგად, სრულად დაიკეტება პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - "დინამო არენის" მიმდებარე ქუჩები", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული