ტარიელ ხეჩიკაშვილი: საქართველოს ძალიან დიდი საფეხბურთო ზეიმი ელოდება

AutoSharing Option
ძალიან დიდი საფეხბურთო ზეიმი ელოდება საქართველოს, ფეხბურთის გურმანებს, - ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სუპერთასის ხვალინდელი მატჩის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ღონისძიებას სრულ მზადყოფნაში დახვდა.

"ძალიან დიდი საფეხბურთო ზეიმი ელოდებათ საქართველოს, ფეხბურთის გურმანებს. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი საფეხბურთო საზოგადოებისთვის და გვახარებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო, საორგანიზაციო კომიტეტი მატჩს სრულ მზადყოფნაში დახვდა. ამას უკვე უცხოელი ექსპერტები და, რაც ყველაზე მთავარია, უეფას წარმომადგენლები აღიარებენ.

გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიო დონის ვარსკვლავები იხილონ. სტადიონი უსაფრთხოა. დიდი ინტერესიდან
გამომდინარე, ყველა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს ნორმები", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" ევროპის ლიგის გამარჯვებულ "სევილიას" უეფას სუპერთასის მატჩში 11 აგვისტოს დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული