"ბარსელონას" გულშემატკივრები "თბილისი მარიოტთან" არიან შეკრებილნი

AutoSharing Option
სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" გულშემატკივრები არიან შეკრებილნი. როგორც ცნობილია, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელები სწორედ "თბილისი მარიოტში" დაბინავდებიან.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუთი-წუთზე დაეშვება.

რუსთაველის გამზირზე, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან კლუბის გულშემატკივრები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შეზღუდვებია დაწესებული ავტომობილით გადაადგილებაზე.

"ბარსელონა"-"სევილია" ერთმანეთს საქართველოს დედაქალაქში ხვალ, 11 აგვისტოს დაუპირისპირდება. სუპერთასის მატჩი "დინამო არენაზე" 22.45 საათზე გაიმართება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც გინდათ ისე გამიგეთ მაგრამ მეზიზღება ამ ხალხის მენტალიტეტი.ცხოვრებაში არასდროს არ დახვედრიან ეგენი საქართველოს ნაკრებს და როგორ ხვდებიან ესპანელებს,გერმანელებს,.....
Bacho
15:57 10-08-2015
0
ბაჩო, საქართველოს ნაკრებმა რით დაიმსახურა ასეთი დახვედრა? აი," დინამოს" კი დავხვდით,ისე როგორც ეკადრებოდათ.ხშირად გინახავთ თბილისში ნამდვილი ფეხბურთი? აცალეთ სიხარული ახალგაზრდებს.
ლამარა
16:19 10-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული