უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ

AutoSharing Option
ხვალ, უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ვაკის პარკში მონიტორის დამონტაჟებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე შეძლებენ მატჩის მსვლელობას თვალი ადევნონ. ეკრანის დამონტაჟებისთვის შესაბამისი სამუშაოები ვაკის პარკში უკვე მიმდინარეობს.

უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული