თბილისის მეტროპოლიტენი დღეს გვიან ღამემდე იმუშავებს

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მეტროპოლიტენი გვიან ღამემდე იმუშავებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი მგზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება.

უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული