17:30 11-08-2015
გადამყიდველები სუპერთასის ბილეთებს "დინამო არენასთან" ყიდიან [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი "დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, გადამყიდველები აცხადებენ, რომ ბილეთებს 100 ლარიდან 500 ლარამდე ფარგლებში ყიდიან. ბილეთის ფასი დამოკიდებულია ბილეთის ადგილსა და კატეგორიაზე.
18-ლარიანი ბილეთები შედარებით იაფად, ხოლო 75-ლარიანი ბილეთები გაცილებით ძვირად იყიდება.
გადამყიდველები ამბობენ, რომ სუპერთასის მატჩის ბილეთების ფასმა შესაძლოა თამაშის დაწყების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მოიმატოს.
ბილეთების გაყიდვას მონიტორინგს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბილეთების გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
"სტადიონის გარშემო ამჟამად მობილიზებულია ზედამხედველობის სამსახური, საქპატენტი და საპატრულო პოლიცია. ჩვენ ვცდილობთ, არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. რაც შეეხება თბილისის მასშტაბით ბილეთების გადაყიდვის ფაქტებს, ამის გაკონტროლება საკმაოდ ძნელია. ჩვენთან სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
თბილისში დღეს უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართება. მატჩი "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დილას მე შემომთავაზეს მაარტო 20 ადამიანმა და ესენი ნეტა სად იყვნენ?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული