სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ახალნდელმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, მსურველებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა 15 აგვისტოდან შეეძლებათ.

მისივე თქმით, კანდიდატურების წარდგენა არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება.

"ყველაფერი არის იურიდიულად გამართული, არჩევნები თარიღის გამოცხადებიდან მინიმუმ 40 დღეში უნდა გაიმართოს და ეს წესი დაცულია. ფედერაცია ელოდება კანდიდატურების წარდგენას", - განაცხადა სიჭინავამ, რომელიც ახალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სჯობს ისეთი ადამიანის არჩევა, რომელსაც კარგი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და რაც მთავარია ფეხბურთის ფედერაციაში. რავაზ არველაძეს გარდა ცოდნისა და გამოცდილებისა აქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები საზღვარგარეთ
Irakli
18:19 17-08-2015
0
მე მხარს ვუჭერ რევაზ არველაძეს
Levani
14:58 17-08-2015
0

სიახლეები პოპულარული