სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა ყრილობის თარიღი - 3 ოქტომბერი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.
ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.
მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!".
ასევე იხილეთ:
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ორი ახალი კანდიდატურა?