ლევან კობიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის

AutoSharing Option
14 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გახდა ცნობილი.

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება.


ამასთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა ყრილობის თარიღი - 3 ოქტომბერი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.

ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.

კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს.

მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!".

ასევე იხილეთ:
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ორი ახალი კანდიდატურა?
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ გაიმარჯვე კობი, "მაზავშიკი" და "ძველი ბიჭების ბრატი" დემეტრაძე არ გაიკარო ახლოს! ასევე არ გაიკარო დემეტრაძის მსგავსი ელემენტები. შინაურობით, ძმაკაცობით და ოჯახის წევრების რეკომენდაციით ნურავის ნუ დანიშნავ და დააწინაურებ. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებაზე არ უნდა იფიქრო.
georgiano
21:59 15-08-2015
0
ჯერ ერთი ადრე ხდებოდა ხოლმე კანდიდატები მიღებულ ხმებს სხვება კანდიდატებს ჩუქნიდნენ ხოლმე იმედია მსგავსი ჩაწყობები არ იქნება ,მეორე უნდა ვიცოდეთ ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რამდენადაც ვიცი ბევრ ვეტერანს და ამ საქმის მცოდნეს არ აქვს ხმის მიცემის უფლება ... ჩივაძემ,გაბელიამ,ხურცილავამ,სულაქველიძემ და ა.შ. თუ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მაშინ ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდნტი მიკვირს იმედია ჟურნალისტები დაინტერესდებით ამ საკითხით!!!
გოჩა
21:28 15-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული