ასეთ დროს მგონია, რომ არის რაღაც პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელოვნურად გახლეჩილ ქართველებსა და აფხაზებს მაინც აერთიანებს... ასეა თუ
აშკარაა, რომ აფხაზეთში ახალი თაობა წარსულის შთაგონებიდან - "ქართველი მტერია!" - თანდათან გამოდის, უფროსი თაობა კი ჯერ კიდევ დაუნდობლად კიცხავს ახალგაზრდებს, რომლებმაც გაბედეს და მესის სანახავად ენგურის საზღვარი გადაკვეთეს...
"ვინ არის "ქრისტინა სი" და რატომ წავიდა თბილისში სუპერთასის თამაშის საყურებლად? ან ვინ არიან ის ბიჭები, ვინც იმის გამო, რომ მესი ენახათ, ის მსხვერპლი დაივიწყეს, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა?" - ის ფაქტი, რომ უეფას სუპერთასის თამაშს თბილისში ბევრი აფხაზი ახალგაზრდა დაესწრო, აფხაზი საზოგადოების ნაწილის მიერ სოციალურ ქსელში ღალატად შეფასდა...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ მწვავედ გააკრიტიკა ახალგაზრდები. "თუ ვინმე წავიდა იქ მატჩის საყურებლად, არასწორად მოიქცა", - ბრძანა მან და "იმედოვნებს", რომ თბილისში არც ისე ბევრი აფხაზი ახალგაზრდა წავიდა, როგორც ამბობენ...
"ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, რადგან, მისივე თქმით, "აფხაზური ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ნაციონალურ გუნდებს შორის, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, რადგან ეს ფაქტი საქართველომ გააპროტესტა...
ფეხბურთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში არ უნდა წასულიყვნენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. იმის გამო, რომ მესი ენახათ, არ უნდა დაგვევიწყებინა ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო. არ ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებ, უნდა იფიქრო", - განაცხადა ხაშიგმა.
"კვირის პალიტრა" იმ რამდენიმე აფხაზ ახალგაზრდას ესაუბრა, ვინც სუპერთასის თამაშსაც დაესწრო და ანაკლია-განმუხურში "გემ ფესტსაც" ესტუმრა.
იხილეთ სტატიის გაგრძელება
ავტორი: ლალი პაპასკირი