რას ჰყვებიან აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში მესის სანახავად ჩამოვიდნენ

AutoSharing Option
გაგრაში ჩემი ნათესავების მეზობლად ცნობილი ფეხბურთელი გიორგი სიჭინავა ცხოვრობდა... უფრო სწორად, ის ახლაც იქ ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჩემი ნათესავები კი უკვე დევნილები არიან... გიორგის აფხაზი მეუღლე ჰყავს, თავად ქართველობს, მაგრამ აფხაზები ძალიან ამაყობენ, რომ იქ ცხოვრობს, რადგან ეს ის გიორგი­ (ჟორა) სიჭინავაა, რომელსაც ლეგენდარულმა პელემ თამაშის შემდეგ მაისური გაუცვალა... სიჭინავა ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდააო, დღემდე ამაყად ამბობენ უფროსი თაობის აფხაზები და პატივისცემით მოიხსენიებენ...

ასეთ დროს მგონია, რომ არის რაღაც პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელოვნურად გახლეჩილ ქართველებსა და აფხაზებს მაინც აერთიანებს... ასეა თუ
ისე, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აფხაზი ახალგაზრდების ჯგუფი ენგურს აქეთ გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას გადაწყვეტდა, წელს კი ისინი ანაკლია-განმ­უხურში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალსაც დაესწრნენ და თბილისში სუპერთასის თამაშსაც...

აშკარაა, რომ აფხაზეთში ახალი თაობა­ წარსულის შთაგონებიდან - "ქართველი­ მტერია!" - თანდათან გამოდის, უფროსი­ თაობა კი ჯერ კიდევ დაუნდობლად კიცხავს ახალგაზრდებს, რომლებმაც გაბედეს და მესის სანახავად ენგურის საზღვარი გადაკვეთეს...

"ვინ არის "ქრისტინა სი" და რატომ წავიდა თბილისში სუპერთასის თამაშის საყურებლად? ან ვინ არიან ის ბიჭები, ვინც იმის გამო, რომ მესი ენახათ, ის მსხვერპლი დაივიწყეს, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა?" - ის ფაქტი, რომ უეფას სუპერთასის თამაშს თბილისში ბევრი აფხაზი ახალგაზრდა­ დაესწრო, აფხაზი საზოგადოების ნაწილის მიერ სოციალურ ქსელში ღალატად შეფასდა...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ­ მწვავედ გააკრიტიკა ახალგაზრდები. "თუ ვინმე წავიდა იქ მატჩის საყურებ­ლად, არასწორად მოიქცა", - ბრძანა მან და "იმედოვნებს", რომ თბილისში არც ისე ბევრი აფხაზი ახალგაზრდა წავიდა, როგორც ამბობენ...

"ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი­ ინალ ხაშიგი კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს, რომ სპორტი პოლიტიკის­ მიღმაა, რადგან, მისივე თქმით, "აფხაზური ეროვნული ნაკრები­ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ნაციონალურ გუნდებს შორის, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, რადგან­ ეს ფაქტი საქართველომ გააპროტესტა...

ფეხბურთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში­ არ უნდა წასულიყვნენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. იმის გამო, რომ მესი ენახათ, არ უნდა დაგვევიწყებინა ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო.­ არ ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებ, უნდა იფიქრო", - განაცხადა ხაშიგმა.

"კვირის პალიტრა" იმ რამდენიმე აფხაზ ახალგაზრდას ესაუბრა, ვინც სუპერთასის­ თა­მაშსაც დაესწრო და ანაკლია-განმუხურში­ "გემ ფესტსაც" ესტუმრა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ავტორი: ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული