მამუკა კვარაცხელია: არველაძე სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, მამუკა კვარაცხელიას განცხადებით, არჩევნებში ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობა რევაზ არველაძეს სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კვარაცხელიამ განაცხადა, ამჟამად 34 წევრია (35-ეს, ზესტაფონს შეჩერებული აქვს წევრობა), საიდანაც უმრავლესობა ირჩევს პრეზიდენტს. მისივე თქმით, ამ 34 წევრიდან ძალიან დიდი ნაწილი ფედერაციის დაფინანსებაზეა, რაც რევაზ არველაძეს, რომელიც სფფ-ის კანდიდატია, დიდ უპირატესობას აძლევს.

"ამ 35 წევრს შორის არიან ფეხბურთთან დაკავშირებული ასოციაციები და გაერთიანებები, სულ 9 ორგანიზაცია, რომელიც ფედერაციის დაფინანსებაზეა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს
ორგანიზაციები მხარს სწორედ არველაძეს დაუჭერენ.

გარდა ამისა, რეგიონული ფედერაციები წარადგენენ სწორედ ისეთ დელეგატებს, რომლებიც ასევე ფედერაციაში არიან დასაქმებულები. მათ შორის არის გურიის მიერ წარდგენილი გოჩა ტყებუჩავა, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებს და ასევე ლოგიკურია, თუ ვის დაუჭერს მხარს.

ჩემთვის ცნობილია, რომ ასევე არველაძეს უჭერს მხარს ქვემო ქართლის დელეგატი მერაბ თევზაძე და რაჭის დელეგატი გია გრიგალაშვილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სრულიად სამარცხვინოდ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ დელეგატთა რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია, საფეხბურთო კლუბები გახდნენ ფედერაციის წევრები.

"საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატის 7 გუნდი არ არის ფეხბურთის ფედერაციის წევრი. გუნდებს ელემენტარული განცხადების დაწერა სჭირდებათ იმისთვის, რომ გახდნენ ფედერაციის წევრები.

ეს არის სრულიად მარტივი პროცედურა, თუმცა, ამას არ აკეთებენ. პირველი ლიგის გუნდებს, მეორე ლიგის გუნდებს, თამამად შეუძლიათ გახდნენ ფედერაციის წევრები და ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება არჩევნებში.

ამისთვის მხოლოდ განცხადების დაწერაა საჭირო. თუ ისინი ამას არ მოიმოქმედებენ, ჩვენ ასეთ ვითარებაში ვიქნებით სულ", - აღნიშნა კვარაცხელიამ. მისივე თქმით, 34 საარჩევნო დელეგატი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძალიან ცოტაა.

საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
არველაძე საქართველოს ფეღბურთის სირცხვილია!!!
gaitanet arveladze.
23:44 26-08-2015
0
არ უნდა დასრულდეს ეს მარაზმი?!
არცჩევნებამდე არ უნდა მიუშვან არველაძე , მანამდე უნდა ვაიძულოთ მოხსნას კანდიდატურა, სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ!
murtalo
01:58 27-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული