"თუ სფფ-ში ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდება, ქართულ ფეხბურთს დავტოვებ"

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის ფედერაციაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, ქართულ ფეხბურთს დავტოვებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განუცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს.

ფიფია აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება.

"ვადასტურებ ამ სიტყვებს, რომ თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, დავტოვებ ქართულ ფეხბურთს. "დინამო" ასეთი აქტიური ინვესტიციებით მარტო ვერ დარჩება ქართულ ფეხბურთში. რომ მოვიდეს კერძო მესაკუთრე, საჭიროა დახვდეს სხვანაირი, სამართლიანი სურათი.

გასაგებია, რომ მხოლოდ ფედერაცია ვერ წყვეტს ამ საკითხებს,
მაგრამ მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფოსთან, რომელმაც უნდა გაიღოს თანხა ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ ეს თანხა სწორად არის დასახარჯი. ცვლილებები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. მეტსაც გეტყვით, ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. ეს უნდა მოხდეს აკადემიისა და სკოლების ჩამოყალიბების მიმართულებით. მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდით ვერ ავამაღლებთ ფეხბურთის დონეს. აუცილებელია მივიღოთ მომავალი თაობა", - განაცხადა ფიფიამ.

მისივე თქმით, ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ის ენდობა.

"მაქვს იმედი, რომ მასთან ერთად განხორციელდება უამრავი კეთილშობილური საქმე ფეხბურთში. სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, რეზი არველაძესაც აქვს დიდი გამოცდილება. როგორც ფუნქციონერს, მასაც აქვს შანსები, რადგან არჩევნებზე წინასწარ აქვს ნამუშევარი. ის ხალხი, ვინც დებს ქართულ ფეხბურთში ფულს, მხარს უჭერს კობიაშვილს", - განაცხადა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
"იმპოტენტი გულშემატკივარი"ს ვეთანხმები, ვინც დღეს ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტს 98% უნდა ჩამოაცილო საერთოდ ფეხბურთს! ქართული ფეხბურთის მტერი უნდა იყო რომ არველაძეს ხმა მისცე! ტიპი ვერ გაძღა,დასეირნობს აქეთ-იქით მუქთად რა უნდოდა მონაკოში ვითომ წილისყრაზე რომელი ქართული კლუბი მონაწილეობს ევროთასებზე?! მე არ ვიძახი რომ სხვა სხვა მოვა და ეგრევე გამოასწორებს სიტუაციას მაგრამ არველაძე თუ გახდა სფფ-ს პრეზიდენტი უეჭველი ვიცი რომ არაფერი არ შეიცვლება........
gogia
01 სექტემბერი 2015 16:06
0
სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უნდა ჩადოს, მაგრამ მხოლოდ მომგებიან პროექტებში. ამის შემდეგ კერძო ინვესტორებიც გამოჩნდებიან.

წამგებიან სფეროში ინვესტორი საკუთარი ნებით ფულს რატომ ჩადებს?
გუჯა კახაძე
01 სექტემბერი 2015 12:27
0
ამის წასვლა ფეხბურთის გლშემატკივარს არ უნდა გაუხარდეს...იმედია ამომრჩევლები ისინდისებენ და არველაძის პატივისცემას და ხათრს არ გადაყვებიან!!
giga
01 სექტემბერი 2015 11:28
0
ვინც არველაძეს ირჩევს ის არის ქართული ფეხბურთის მტერი და რატო ვამბობ ამას?ის დღემდე არის ამ სისტემაში მეორე კაცი და რამის გაკეთება ,რომ ზდომნიყო გააკეთებდა.და თუ ხელს უშლიდნენ მაშინ პროტესტის ნიშნად დატოვებდა სამსახურს ,ასე რომ მაფიოზია და მისი არჩევით ერთი დიდი ნაბიჯით უკან დახევაა
Tamriko
01 სექტემბერი 2015 11:22
0
ყოჩაღ ფიფია! სხვა კლუბების ხელმძღვანელები თუ მიბაძავენ ამ კაცს და მკაფიო გზავნილს გაუგზავნიან სკამებზე ჩაბღაუჭებულ სფფ-ს ჩინოვნიკებს? არა მგონია. ისინი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ხმა მისცეს არველაძეს და წარსულის გადმონაშთებს, თავად არიან წარსულში ჩარჩენილები. მათ არ უნდათ რეფორმები, უკვე გვიანი არის მათთვის რეფორმები. რადგან რეფორმები მათნაირებს შემოსავლის ბინძურ წყაროებს მოუსპობს.
იმპოტენტი გულშემატკივარი
31 აგვისტო 2015 23:56
0
ვაიმე ამ კაცს მოუფრთხილდნენ თუ ოდნავ ჭKუა აქვტ, დღEს არცერთი ბიზნესმენი არ აკეთEბს მსგავს ინვესტიციას არც ერთ სფეროში
georgia
31 აგვისტო 2015 23:05
0
ლათინურია მეგობარო ეგ და არა რუსული ცოტა იაზროვნეთ ხოლმე სანამ რამეს დაწერთ
giga-s
31 აგვისტო 2015 17:51
0
მართლა გაუგებრობას იწვევს ეს ,,D,, და ჩაანაცვლე რა ქართული ,,დ,,თი,არ შეიძლება?
Bacho
31 აგვისტო 2015 17:41
0
ესეც რომ წავიდეს საერთოდ მოკვდება ქართული ფეხბურთი, რა უნდა ამ არველაძეს თავის ამბიციებს უნდა გადააყოლოს ქართული ფეხბურთი, წაყვეს რა დომენტის უეფაში სადმე დანიშნავენ მაგასაც არ დარჩება უმუშევარი... იქნება კოკაიც დაუბრუნდეს ზესტაფონს ეგენიც რომ წავლენ ...
თბილისი
31 აგვისტო 2015 17:37
0
დაახვიე შენი რუსული ,,დ"-თი

ქართველებს დამწერლობა არ გვაქვს ?
giga
31 აგვისტო 2015 17:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული