"კვირის ქრონიკა": სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში "კანონიერი ქურდები" ჩაერთვნენ?

AutoSharing Option
"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში "კანონიერი ქურდები" ჩაერთვნენ?" - სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი "კვირის ქრონიკა" ავრცელებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ეს ყველაფერი ლანჩხუთიდან დაიწყო, როცა რეგიონული ფედერაციის ოფისთან ხმაურიანი გარჩევა მოეწყო - გამგეობის ნაწილმა ჩათვალა, რომ რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ უკანონოდ, წესდების უხეში დარღვევით, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და გამგეობის წევრების თანხმობის გარეშე პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა.

"ეს იყო პირველი სერია, მეორე სერიაში საქმე უკვე კანონიერ ქურდებამდე და შუბლის გახვრეტის მუქარამდე მივიდა: ინკოგნიტო წყაროს თქმით, არსებობს ასეთი
ადამიანი - გრიშა თორდია, გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, რომელიც არჩევნებში მხარს უჭერს მერაბ ჟორდანიას. თურმე ბატონ გრიშას შუბლის გახვრეტით დაემუქრა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი შოთა პარტაია", - იუწყება გაზეთი.

"პარტაია გახლავთ "კანონიერი ქურდის", ამირან ებრალიძის მძახალი და მხარს უჭერს რეზი არველაძეს. პარტაია, ასევე, მეგობრობს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძესთან. კლანური წრე შეკრულია, არველაძე უკვე იბრძვის ბინძური მეთოდებით და ებრალიძის საშუალებით საქმეში ჩარია ქურდები", - იუწყება გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

წყარო: ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა სისულელეა...
გიორგი
12:47 07-09-2015
0
ებრალიძე ქურდი კი არ ოცნებისტი ყოფილა, მძახლობას და ნათესაობას თუ უჭერს მხარს და არა სამართლიანობას.
Zurab
13:25 07-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული