ფეხ­ბურ­თი სი­ჭი­ნა­ვას გა­რე­შე - რას უკავ­შირ­დე­ბა სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მა?

AutoSharing Option
ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა. სა­ხე­ზეა ვი­თა­რე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბიც. გა­სა­გე­ბია, რომ ფეხ­ბურ­თი ბევრ ჩვე­ნნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ ჩვენ­თან მე­ტის­მე­ტი ხდე­ბა ხოლ­მე. ეს ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას გუ­შინ­დელ­მა გა­დად­გო­მამ კი­დევ უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და.

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აწ უკ­ვე ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი სუ­პერ­თა­სის მატ­ჩის შემ­დეგ გა­ნაცხა­და:

"ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო დროა დღეს, რა­თა გან­ვაცხა­დო, რომ მარ­თ­ლა მივ­დი­ვარ. სადღაც ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­მო­ვაცხა­დებ. რო­გორც დიდ ფეხ­ბურ­თ­შია, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნ­და წა­ვი­დეს თა­ვის პიკ­ზე, დღეს ჩე­მი პი­კი იყო.
ფეხ­ბურ­თის ბუ­ცე­ბი კე­დელ­ზე ჩა­მოვ­კი­დე - ფეხ­ბურ­თი სი­ჭი­ნა­ვას გა­რე­შე"!

ამ გან­ცხა­დე­ბას დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არც მოჰ­ყო­ლია და შევ­თან­ხ­მ­დით, რომ ფეხ­ბურ­თი სი­ჭი­ნა­ვას გა­რე­შე იქ­ნე­ბო­და. არ­ჩევ­ნე­ბიც და­ი­ნიშ­ნა და სი­ჭი­ნა­ვა აღარ ჩან­და, თუ ორი­ო­დე დღის წი­ნან­დელ, მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იუმო­რით ნათ­ქ­ვამს არ ჩავ­თ­ვ­ლით - 7 სექ­ტემ­ბ­რამ­დე (კან­დი­დატ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის ბო­ლო ვა­და) ჯერ კი­დევ არის დრო და შე­საძ­ლოა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მეც მი­ვი­ღო, ამას არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მა­ი­ძუ­ლებ­სო...

რე­ა­ლუ­რად, სი­ჭი­ნა­ვა იმ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს, რა­საც ერთ-ერ­თი ტე­ლე­კომ­პა­ნია ავ­რ­ცე­ლებს - თით­ქოს­და, იმე­რე­თის გუ­ბერ­ნი­ამ მას­ში შე­მა­ვალ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებს წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, შე­დე­გად კი რე­გი­ო­ნის კლუ­ბებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ხმის უფ­ლე­ბა მო­ითხო­ვეს. მაგ­რამ და­ვა­ზუს­ტოთ - ჯერ ლა­პა­რა­კი იყო სფფ-ის სუ­ბი­ექ­ტად მი­ღე­ბა­ზე, რაც კლუ­ბე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი მოთხოვ­ნაა.

ეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, მა­მუ­კა კვა­რაცხე­ლი­ას იდეაა, რო­მელ­მაც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბრძა­ნა:

"ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ჩე­მი გა­მოს­ვ­ლე­ბის შემ­დეგ კლუ­ბე­ბი ხმის უფ­ლე­ბას ითხო­ვენ. ამი­ტომ მი­ვე­სალ­მე­ბი იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, გო­გი ჭი­ჭი­ნა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ გა­ეგ­ზავ­ნოს ყვე­ლა კლუბს მი­მარ­თ­ვა, ფე­დე­რა­ცი­ა­ში სას­წ­რა­ფოდ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მო­მა­ვალ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო კლუ­ბებს ფულს თუ გა­მო­უ­ყოფს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის, გუ­ბერ­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უნ­და გა­და­უ­რიცხოს და ამი­ტომ ყვე­ლა გუ­ბერ­ნა­ტორს მივ­მარ­თავ - მი­ბა­ძეთ გო­გი ჭი­ჭი­ნა­ძეს და კლუ­ბებს იგი­ვე მო­უ­წო­დეთ. ოღონ­დაც, სწო­რად შე­ად­გი­ნეთ ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­ზე გა­საგ­ზავ­ნი მი­მარ­თ­ვა".

სფფ-ის აღ­მას­კო­მის სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე 24 სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის გან­ცხა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლეს და მა­თი მოთხოვ­ნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. აღ­მას­კო­მი სა­კითხს 14 სექ­ტემ­ბერს მი­უბ­რუნ­დე­ბა. ამით კლუ­ბებს მოთხოვ­ნის და­სა­ბუ­თე­ბის­თ­ვის დრო მის­ცეს. ისე, ლო­გი­კით, აღ­მას­კომ­მა არ უნ­და და­ა­სა­ბუ­თოს, რა მო­ტი­ვით ეუბ­ნე­ბა კლუ­ბებს უარს კა­ნო­ნი­ერ მოთხოვ­ნა­ზე?..

ცხა­დია, სი­ჭი­ნა­ვა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც აპი­რებ­და. მან 7 სექტემბერს მო­რი­გი შოუ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა და ბო­ლო ერთ თვე­ში ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მა­ზე უკ­ვე მე­ო­რედ გა­ნაცხა­და.

ეს მე­ო­რე უფ­რო მძაფ­რი გა­მო­უ­ვი­და - გუ­შინ ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­კო­მის სხდო­მა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ვი­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი­დევ ერ­თხელ გაჰ­კ­რა კბი­ლი:

"პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერ­თი კან­დი­და­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ით აცხა­დებს, რომ (არ­ჩევ­ნებ­ში) არა მარ­ტო იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, არა­მედ ყვე­ლა უნ­და ჩა­ე­რი­ოს. ეს არას­წო­რად მი­მაჩ­ნია და ამი­ტომ, მინ­და გითხ­რათ, რომ მე დღეს გა­დავ­დ­გე­ბი და კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ხვა­ლი­დან პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას ბა­ტო­ნი ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძე შე­ას­რუ­ლებს", - ბრძა­ნა სი­ჭი­ნა­ვამ.

დი­ახ, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, 8 სექ­ტემ­ბ­რი­დან პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბა ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძემ (რო­მე­ლიც იმავ­დ­რო­უ­ლად, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი­ცაა) უნ­და შე­ას­რუ­ლოს. ანუ 3 ოქ­ტომ­ბერს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყრი­ლო­ბა­საც ჩი­ვა­ძე გა­უძღ­ვე­ბა.

გა­უ­გე­ბა­რია, რო­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია მა­მუ­კა კვა­რაცხე­ლია, სფფ-ის პრე­ზი­დენტს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა რომ აიძუ­ლა? სა­ერ­თოდ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ცუ­დი ისაა, რომ სა­ფეხ­ბურ­თო ამ­ბე­ბის სა­თა­ვი­სოდ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

ეს ის­ტო­რია მე­ტად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სცე­ნა­რით ვი­თარ­დე­ბა და იმ ან­და­ზას ჰგავს, გაღ­მით რომ შე­ე­და­ვე­ბი, რა­თა გა­მოღ­მა შეგ­რ­ჩეს. რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფო ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მარ­თ­ლა ერე­ო­და და ყვე­ლას თა­ვად ნიშ­ნავ­და, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი მა­შინ არ ის­მო­და. თა­ნაც, იმ დროს, რო­ცა ქვეყ­ნის მმარ­თ­ველ გუნ­დ­ში ნა­წი­ლი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს ემ­ხ­რო­ბა, ნა­წი­ლიც - რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძეს.

სხვა­თა შო­რის, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ჩა­რე­ვა­ზე კითხ­ვა მე­დი­ას­თან კო­ბი­აშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა­ზეც და­ის­ვა, რა­ზეც კან­დი­დატ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"ამა თუ იმ რე­გი­ონ­ში ფე­დე­რა­ცი­ის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხ­დარ ამ­ბავს ჩემს სა­ხელს რა­ტომ უკავ­ში­რებთ? რა­ტომ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კო ამა­ზე მუ­დამ მე, რო­ცა რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძის პრე­ზენ­ტა­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბიც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ამ კითხ­ვას მას რა­ტომ არ უს­ვამთ?"

სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მე­პატ­რო­ნე რო­მან ფი­ფი­ამ, რო­მე­ლიც აღ­მას­კო­მის წევ­რიც გახ­ლავთ:

"სი­ჭი­ნა­ვას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ის სა­ლა­პა­რა­კო­დაც არ დარ­ჩა. მგო­ნი, სი­ჭი­ნა­ვა კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვერ იმ­ყო­ფე­ბა. ხე­დავთ, რამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ალ­ბათ, ვერ აიღო".

ფი­ფი­ამ არ და­ა­კონ­კ­რე­ტა, რა პრობ­ლე­მებს გუ­ლის­ხ­მობ­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ კლუ­ბე­ბის მოთხოვ­ნამ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. მა­გა­ლი­თად, რა მო­ტი­ვით უნ­და უთხ­რან ამ კლუ­ბებს უარი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა­ზე? იმი­ტომ ხომ არა, რომ მა­თი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ერთ-ერთ კან­დი­დატს და­მა­ტე­ბით ხმებს მო­უ­ტანს?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნდა დააკმაყოფილონ კლუბების მოთხოვნა და ყველა პროცესი გაშუქებული უნდა იყოს ,უეფაც საქმის კურსში ჩაყენებული თუ რამე დარღვევა მოხდა!!
goga
17:49 08-09-2015
0
გიჟი ტალახში მიდიოდა და გზაც იქეთ ქონდაო.
jalata
13:00 08-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული