სფფ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უეფა-ს საპასუხო წერილს ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უეფა-ს საპასუხო წერილს ავრცელებს.

უეფა-ს განცხადებით, სფფ-ს პრეზიდენტი თავისუფლად უნდა იყოს არჩეული და ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში უეფა-ს და ფიფა-ს მხრიდან მიიჩნევა მიუღებლად.

უეფა სფფ-ს მოუწოდებს, რომ შესაძლო ჩარევებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს.

უეფა-ს წერილს, რომელსაც ხელს გენერალური მდივანი ჯიანი ინფანტინო აწერს, უცვლელად გთავაზობთ:

"ვადასტურებთ თქვენს მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს უეფასთვის გაგზავნილი ორი წერილის მიღებას და მადლობას გიხდით 2015 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საარჩევნო კონგრესის წინასაარჩევნო პროცესის
გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.

რაც შეეხება სფფ-ს წესდების და საპროცესო ნორმების სავარაუდო დარღვევებს სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებული წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ:

საკითხები, რომელიც ეხება სფფ-ს წევრობისთვის ან სფფ-ს კონგრესის დელეგატთა ნომინაციისთვის განაცხადებს, უნდა განხორციელდეს სფფ-ს წესდების და რეგულაციების თანახმად, რომელიც მოქმედია დრო და დრო; სფფ - როგორც საფეხბურთო მმართველ ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე - სრულად არის უფლებამოსილი, გამოიყენოს თავისი საწესდებო და მარეგულირებელი ჩარჩოს მუშაობის როგორც ამჟამად არის მოქმედი ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.

სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო პროცესში, მადლობელი ვიქნებით თუ მიაწოდებთ ფიფას და უეფას უფრო დეტალურ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფას წესდების 17-ე მუხლის და უეფას წესდების 7(2) მუხლის თანახმად - ფიფას/უეფას თითოეული წევრი ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო (მათ შორის პრეზიდენტი) თავისუფლად უნდა იყოს არჩეული, ე.ი. პროცედურის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სრულ დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში მიიჩნევა მიუღებლად როგორც ფიფას, ისე უეფას მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უეფა ითხოვს, რომ სფფ-მ შეატყობინოს წინამდებარე განხილვები ყველა შესაბამის სამთავრობო ორგანოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში შეწყდეს დაუყოვნებლივ", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არველაძეებო, გეყოფათ, წადით!!!
irakli
14:55 15-09-2015
0
და რა წერია აქ გაუგებრად? მტავრობა არ ჩაერიოსო, თქვენი წედებით ჩაატერთო... ამას ვითხოვ სწორედ!!!!
რაც შეეხება პასუხს, უკვე გაგზავნილია უეფაში ჩემს მიერ და გადავამოწმე- მიიღეს და განიხილავენ!

მამუკა კვარაცხელია
MAMUKA KVARACXELIA
16:05 15-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული