ილია კოკაია: ჩივაძე არის იუდა! ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მან მკაცრად გააკრიტიკა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე, ვინც ახლა ზვიად სიჭინავას მაგივრობას სწევს და აღმასკომის სხდომასაც უძღვებოდა.

სულ მალე, იმ კლუბების ნაწილი, რომელიც ვერ გახდა ფეხბურთის ფედერაციის წევრი, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს. არსებული წესდებით, ყრილობა იმ შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური, თუ მას 35 სუბიექტიდან 18 მაინც დაესწრება.

ასეთია დღევანდელი მოცემულობა. რიგგარეშე ყრილობის მოწვევა კი, ასევე ფედერაციის წესდებით, შეიძლება მისი წევრების 1/5-მა მოითხოვოს.

კოკაიას
თქმით, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებენ თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", "კოლხეთი", "სამტრედია", "ტორპედო" და "დილა", რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთში დღეისთვის არსებული "ტემპერატურა" უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აიწევს.
ახლა კი სიტყვა მივცეთ ილია კოკაიას:

- მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა აღმასკომის სხდომა. თავის დროზე, მე უარი ვთქვი ამ აღმასკომის წევრობაზე, მაგრამ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების გამო, მაინც მივედი იქ და რაც ვნახე, ნამდვილად არ ველოდი - აღმასკომმა აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო იმ კლუბებთან დაკავშირებით, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტად გაწევრებას ითხოვდნენ.

ამ "სხადნიაკს" უძღვებოდა ჩვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნება - ალექსანდრე ჩივაძე. კიდევ ვიმეორებ - აღმასკომის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო და არღვევს ყველანაირ კანონმდებლობას, მათ შორის - ფიფას წესდებასაც...

ჩივაძე არის კაცი, ვინც უკვე მეორედ, 30 ვერცხლად გაყიდა ქართული ფეხბურთი! თავის დროზე, მან თავისი გამზრდელი ნოდარ ახალკაციც გაყიდა, ჩააბარა რა ქართული ფეხბურთი მერაბ ჟორდანიას კლანს...

აღმასკომის სხდომაზე 3 კლუბი ვიყავით უმცირესობაში - "ზესტაფონი", თბილისის "დინამო" და "ვიტ ჯორჯია". ეს კერძო კლუბებია, რომელთა ხელმძღვანელობამ ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ...

ჩემი ყველაზე დიდი განცვიფრება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას არ ესწრებოდა ფედერაციის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი. იურიდიულ ნიუანსებს სხდომაზე არკვევდა საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იყვნენ ამ სხდომაზე იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები. სად იყო კესო ჩხიკვაძე? - ფედერაციის იურისტი. ჩემი თვალით ვნახე, რომ ის შემოვიდა შენობაში. აი, მერე სად წავიდა, ნამდვილად აღარ ვიცი...

რაც შეეხება რიგგარეშე ყრილობას, ის შეიძლება მოწვეულ იქნას, ოღონდ, მას უნდა ესწრებოდეს 35 სუბიექტიდან 18 მაინც. 1/5-ს შეუძლია ყრილობის მოწვევა...

ახლა, მე თქვენ გეკითხებით - არის თუ არა საფეხბურთო საზოგადოება კლუბი "საბურთალო"? "ლოკომოტივი"? ბათუმის "დინამო"? "დილა"? "ჩიხურა"? "შუქურა"? აქ ხომ საუბარია ბოლო დროს ძალზე წარმატებულ ქართულ კლუბებზეც, რომლებიც ევროთასებზე თამაშობდნენ?..

შეიძლება, ყველა კლუბს, რომელსაც წევრობა სურდა, დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა, მაგრამ ამ 4-5 კლუბს უთუოდ წესრიგში ჰქონდათ ყველაფერი...

გვერდს ვერ ავუვლი იმას, რაც ხდება გურიაში. ამ მხარის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გამგეობის წევრების აზრი არ გაითვალისწინა და ერთპიროვნულად დანიშნა დელეგატი, რაც დებულების დარღვევაა...

კიდევ ერთი, ძალიან არასასიამოვნო ფაქტის თაობაზეც უნდა გითხრათ. ამ არჩევნებზე ხმის უფლება აქვს ერთ სუბიექტს, რომელსაც აქვს ჩვენი კლუბის დავალიანება და ეს ვალი აღიარებულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ. არ ვიცი, ან დამალა იმ პიროვნებამ ამ ვალის არსებობა, ან სხვა რაღაც მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ ის ავარჯიშებდა რამდენიმე გუნდს, ან ფედერაცია გარიგებაში შევიდა მასთან...

- ვინ გყავთ მხედველობაში?
- თაღლითი ხვიჩა ქასრაშვილი. ის სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელია. არ ვიცი, რა კავშირი აქვს საერთოდ სამცხე-ჯავახეთთან ქასრაშვილს.

- ასე, შეიძლება მოჭიდავეც იყოს წარმოდგენილი...
- რა თქმა უნდა, შეიძლება. უბრალოდ, ქასრაშვილს აქვს პრობლემა და ეს პრობლემა არ უნდა დაიმალოს. ჩვენ ხომ შეგვიჩერეს უფლებამოსილება ვალის გამო?

ძალიან ვწუხვარ, რომ აღმასკომზე იყო ორი მთავარი "ვიოლინო" - დიმიტრი ბოკერია და გია ფირცხალავა. ვინ არის გია ფირცხალავა? რა როლი აქვს მას ქართულ ფეხბურთში? ეს კაცი გამუდმებით ანგრევს ქართულ ფეხბურთს. ეს არის ადამიანი, რომელმაც დაშალა პროფლიგა...

- რატომ დატოვეთ აღმასკომის სხდომა?
- ასე ჩავთვალე საჭიროდ. იქ აღარ იყო ჩემი ადგილი. მე ძალიან მეცოდება რომან ფიფია. კაცი ჩემი კონკურენტი იყო და თუ დავბრუნდი, კიდევ კონკურენციაში უნდა ვიყოთ. ის ათეულობით მილიონს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში და მის აზრს არ უსმენენ. თან ვინ არ უსმენს ფიფიას და მისნაირ ხალხს? ის ადამიანები, ვინც კერძო ინვესტორის მიერ გადახდილი ფულით იღებენ ხელფასს...

ხომ ყველამ ვიცით, იმერეთის რამდენი კლუბი თამაშობს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. როცა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი იღებდა გადაწყვეტილებას, ვისთვის მიეცა ხმა, ვის ჰკითხა? კარგი, მე არაფერი გამიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ "ტორპედო"? "ტორპედოს" ჰკითხა? "ჩიხურას" ჰკითხა? ან "სამტრედიას" და "საპოვნელას"?..

იცით, რა პასუხი გამცა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა? რეზი არველაძეს იმიტომ ვაძლევ ხმას, რომ ჩემმა შვილიშვილმა, როცა გაიზრდება, არ მითხრას - არველაძე რატომ არ აირჩიეო?!

- მაინც, რატომ დატოვეთ ნაადრევად აღმასკომის სხდომა? არ მოგისმინეს?
- ეგ არაფერ შუაშია. გეტყვით, როგორც იყო. ჩივაძემ მომკიდა ხელი, მიმიყვანა კარებთან და მითხრა - აღარ აქვს აზრი შენს აქ ყოფნას, "გაიასნებულია" ყველაფერიო. მერე კი გადააკეთა, ვითომ რაღაცას იღებდნენ, რაღაც რეზოლუციას... მე კი ვუთხარი, რომ ის არის იუდა, რომელიც მეორედ ყიდის ქართულ ფეხბურთს და დავამატე - აქ საერთოდ აღარ მოვალ-მეთქი...

მე პატივს ვცემ ჩივაძეს და ხურცილავას, მათ ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ დღეს ისინი ანგრევენ ქართულ ფეხბურთს და მე მათ ვერ მოვერიდები!

ეს ბანდიტური დაჯგუფება უკვე ყელშია ამოსული. ახლა, თურმე, რომან ფიფიამ უნდა დააბრუნოს "დინამო"... მალე ჩაიცუცქებიან და ისე წაიყვანენ აღმასკომის სხდომებს...

მე რევაზ არველაძემ თავი ვერ მომაწონა პრეზენტაციაზე. ჩვენი საუკეთესო მსახიობები დაპატიჟეს, იქ ჩემი ადგილი არ არის. რეზიმ ლუდის სმა იცის კარგად, სიმღერის კონკურსებში მონაწილეობა... ერთი ბანკირი, ვინც ჩემი მეგობარი და პარტნიორია, არველაძის პრეზენტაციას დაესწრო. მას ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს. ვკითხე, რა გინდოდა იქ-მეთქი. მითხრა, რა კარგად ილაპარაკა, სტივ ჯობსს ჰგავდაო. მე ვუთხარი, მაგან მარტო "პიარი" იცის-მეთქი...

მე არავის ბანაკში არ ვარ. მე მინდა, რომ ქართულ ფეხბურთში უკეთესობა იყოს. დღეს მე მომწონს ის გეზი და მიმართულება, რომელიც არჩეული აქვს ახალგაზრდა თაობას...

რაც შეეხება უეფას წერილს, ისეთი ენით თარგმნეს, რომ შემექმნა შთაბეჭდილება, საერთოდ არ ჰყავთ მთარგმნელი. უეფა გვეუბნება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა. მათ ვერ დაინახეს სახელმწიფოს მხრიდან არჩევნებში ჩარევა...

მე ყოველთვის ვიყავი ზვიად სიჭინავას ოპონენტი. არ იყო მისი არც ერთი გადაწყვეტილება, მე რომ არ გამეკრიტიკებინას. ახლა მივხვდი, ვისთან უწევდა მას ურთიერთობა ამ 6 წლის განმავლობაში. ვერ ერეოდა ამ ხალხს, თუმცა ესეც მისი დანაშაულია...

"ლელო" მზადაა, ამ თემასთან დაკავშირებით, სურვილის შემთხვევაში, აზრის დაფიქსირების საშუალება მისცეს ალექსანდრე ჩივაძეს და ნებისმიერ ზემოთ ნახსენებ პიროვნებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
ამაზრზენია ჩივაძეც და ხურცილავაც, არველაძეებზე აღარც ვლაპარაკობ, რიჟას სინდისი არც მოეკითხება. მე არ მახსოვს ჩივაძე ტელევიზიით გამოსულიყო და ქართული ფეხბურთის ბედზე ელაპარაკა, თუ არ მოეტხოვებოდა მითუმეტეს იმ სიტუაციაში რომელშიც ჩვენ ვართ,მაგრამ საბჭოური მენტალიტეტის მატარებელია და არ თვლის თავს ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულად, მაგას გონია რახან მაგარი ფეხბურთელი იყო მთელი ცხოვრება ხელის გულზე უნდა ვატაროთ. კი ბატონო პატივისცემას იმსახურებს თავისი წარსულით, მაგრამ აწმყოში რას აკეთებს?! იმის შიშით რომ ერთი ადგილი გაუცივდება ქართულ ფეხბურთს ყინავს, მართალი იყო ქეცბა მაგათ რომ შეულაგა.
giorgi
16 სექტემბერი 2015 22:32
0
კოკაია, შუა სეზონშო რომ გუნდი დაშალე, ეგეც ჩივაძის ბრალია ? თავი იმიტომ აქვს ადამიანს , რომ იფიქრო და თანხები სწორად გაანაწილო.
tengo
16 სექტემბერი 2015 19:21
0
ჩივაძეს უნდა სცხვენოდე
gogi
16 სექტემბერი 2015 17:10
0
გუშინაც დავწერე არველაძეზე ადრე ჩივაძეა მაქედან ....იუდაც მსუქუია მაგაზე ნათქვამი. ერთმა ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ადრე ფედერაციის წინ უთხრა .... რო ზვანია არსებობდეს შენ გენერლობა გეკუთვნისო.... დასკვნები თქვენთვის მომინდვია
გგ
16 სექტემბერი 2015 16:38
0
Vიღაცამ თავი მოაბას რო ერთად გავიდეთ და დავგმოთ ფედერაციის საქციელი.ფიფაც დაინახავს რო არანაირი ავტორიტეტი არა აქვს ხალხში ამ ფედერაციას.მივიდა იმ დონემდე რო შეიძლება ფეხბურთი მართლა მოკვდეს და ახალგაზრდობაც სხვა რამით დაკავდეს.არა და მსოფლიოში ნომერ 1სპორტია ფეხბურთი.დავდგეთ მომავალი თაობისთვის ერთად და არ მივცეთ არველაძის ნაირ ფულის ტომრებს დაასამარონ ფეხბურთი!!!
Zviad
16 სექტემბერი 2015 16:02
0
მოგვენატრა ნამდვილი ფეხბურთი, კველა ნორმალურად თამაშობს, ნახეთ ალბანეთი,ისლანდია, ფარერებიც კი,ერთი ჩვენ არ გვეშველა და არც გვეშველება,თუ ეგენი არ მოცილდნენ და ის ხალხი არ მოვიდა ვინც ჩაობიდან ამოიკვანს ფეხბურთს!
Unknown
16 სექტემბერი 2015 14:26
0
გახსნეს თავისი მაღაზიები გაახსნევინეს ვეტერანებსაც მოიმადლიერეს ახლობლები და სულ არ აინტერესებთ ქართული ფეხბურთი. აბა რა გააკეთა 2 ვადით ანუ 8წწ არველაძეებმა ქართული ფეხბურთისათვის. გამოვიდეთ და ხმა ამოვიღოთ ნაც-არველაძეების წინააღმდეგ. გაუმარჯოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და მის მხარდამჭერებს.
დაგი.
16 სექტემბერი 2015 14:00
0
სანამ დროა გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ფეხბურთი ამ მართლა იუდებიდან არველაძეებიან-ჩივაძეებიან-ხურცილავებიდან და ფირცხალავებიდან.და კიდევ ვინც მაგათთან ერთად ძოვს.ერთად შევესიოთ ფედერაციასთან და ნახავთ როგორ დაფრთხებიან ტურები და მოვიყვანოთ ჩვენი ლევან კობიაშვილი წესიერი კაცი.
ასლანი
16 სექტემბერი 2015 13:48
0
მარტო არველაძეები არა ჩივაძის თამადობით ეს სტარიკი მაფიოზები არიან პირველ რიგში მოსაცილებლები. ფედერაციის პრეზიდენტები იცვლებიან მარა ეგ ჩამპალი სასტავი რო სუ იქ არი მაგიტო ინგრევა ფეხბურთი. ქეცბაიამ სწორად ლანძღა ეგენი თავის დროზე მარა ვინ მოუსმინა. წარსულის გამო ფეხბურთი მაგათი მუდმივი საკუთრება ხო არ არი კაცო წაეთრიონ სახლებში და შაბათ კვირას მივიდნენ დინამოს თამაშებზე ასე თუ ვერ ელევიან ფეხბურთს. მაგათი ვადაგასული მოსაზრებების და სიღორის გამოა ფეხბურთი რო აღარ არსებობს საქართველოში.
Giorgi
16 სექტემბერი 2015 13:40
0
მცხვენია ცხოვრება ისეთ ხალხის გარშემო ვინც ანგრევს ქართულ ფეხბურთს,თუმცა არა მარტო ფეხბურთს....ნახეთ რა გუნდები თამაშობენ ლიგაზე კაზახების აზერების და რავიცი უსახელო ფეხბურთი რომ საერთოდ არ გაეგებათ,ახლა გვაქვს შანსი, რომ ჩვენც გავიხაროთ ქარ:ფეხბურთით,მაგრამ ამასაც გვისპობენ, მართალს ამბობს კოკაია,თუ არველაძეს აირჩევენ დაღუპავს ფეხბურთს და ვიქნებით სულ ტყუილ მოლოდინში,ამიტომ ხმა ამოვიღოთ და ეს ююю ჩამოვაშოროთ ქართულ ფეხბურთს სანამ დროაა..............
Nukri
16 სექტემბერი 2015 12:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული