ბოლო დღეებში ის საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ და 19-წლამდელთა ნაკრებებს ესტუმრა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებები უსურვა. მერე კი დასავლეთ საქართველოს ესტუმრა და შეხვედრები ჰქონდა ფოთის "კოლხეთის", ბათუმის "დინამოს", ქობულეთის "შუქურასა" და ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელებთან, ადგილობრივ და ვეტერან ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან...
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ ქალაქსა და კლუბს პირადად ვეწვიო და კლუბებთან ერთად ვიმუშაო. ახლანდელი მდგომარეობა მათი თანადგომით უნდა შევაფასოთ და ერთიანი ძალისხმევით ქართულ ფეხბურთს უკეთესი მომავალი შევუქმნათ.
სავალალოა, რომ ისეთი კლუბი, როგორიცაა
რაიონებში სიარული მიხარია, რადგან ფეხბურთის სიყვარული აქ უფრო იგრძნობა. ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც ვუყურებ და აშკარაა, რომ რესურსი გვაქვს...
სასურველია, ნელ-ნელა ხელოვნური საფარიდან ბუნებრივზე გადავიდეთ, რადგან ხელოვნურზე თამაშის ტემპი შედარებით დაბალია, ხოლო ტრავმის რისკი - მეტი. ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებ, რათა გულშემატკივარს უკეთესი ფეხბურთი ვაჩუქოთ. ის ამას იმსახურებს", - ამბობს კობიაშვილი.
კომენტარი გააკეთა "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამაც:
"ლევან კობიაშვილის მიმართ მხარდაჭერას ღიად ვაფიქსირებ, რადგან ის სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ჩვენს ფეხბურთს კი ახლა სწორედ ეს სჭირდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"