შეხვედრის შემდეგ ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"სამ კანდიდატს შორის, ლევან კობიაშვილი პირველია, რომელმაც მსაჯებთან შეხვედრა ისურვა. გვესაუბრა და გაგვაცნო თავისი ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია ამ სფეროს განვითარება. ჩვენ მსაჯობაში არსებულ პრობლემებზე გავამახვილეთ ყურადღება. იმედია, ყველაფერი მოგვარდება", -
კობიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამის გამოსწორება სურს:
"ვისაუბრეთ, მოვისმინე მსაჯების პრობლემები... ვთქვი, ამ მიმართულებით ჩემს სტრატეგიაში რა მაქვს გათვალისწინებული და საკითხის მოგვარებას როგორ ვხედავ. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მსაჯების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მთავარია, პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრა იყო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"