მსაჯთა კორპუსი: ლევან კობიაშვილი პირველი იყო, ვინც შეგვხვდა...

AutoSharing Option
22 სექტემბერს, სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ამ პროფესიის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი შეიკრიბა - ძველებიც და მოქმედნიც.

შეხვედრის შემდეგ ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"სამ კანდიდატს შორის, ლევან კობიაშვილი პირველია, რომელმაც მსაჯებთან შეხვედრა ისურვა. გვესაუბრა და გაგვაცნო თავისი ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია ამ სფეროს განვითარება. ჩვენ მსაჯობაში არსებულ პრობლემებზე გავამახვილეთ ყურადღება. იმედია, ყველაფერი მოგვარდება", -
ამბობს ვადაჭკორია.

კობიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამის გამოსწორება სურს:

"ვისაუბრეთ, მოვისმინე მსაჯების პრობლემები... ვთქვი, ამ მიმართულებით ჩემს სტრატეგიაში რა მაქვს გათვალისწინებული და საკითხის მოგვარებას როგორ ვხედავ. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მსაჯების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მთავარია, პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრა იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული