მამუკა კვარაცხელიამ ფედერაციას წითელი ბარათი უჩვენა

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია უკრაინაში "შახტარი"-"პარი სენ-ჟერმენის" მატჩზე გაემგზავრა. მანამდე კი პრესკონფერენცია გამართა და სფფ-ის ხელმძღვანელებისა და მისი აღმასკომის წევრების გადადგომა ორიგინალურად მოითხოვა.

"ყოველდღე სიურპრიზს გვთავაზობს ეს "დაღმასკომი". მგონი, დაავიწყდათ, სად არიან და რა უნდათ. ფედერაციაში დასარჩენად რას არ კადრულობენ... საკუთარ იურისტს, კესო ჩხიკვაძესაც აღარ ენდობიან და აღმასკომის სხდომებს არ ასწრებენ! ტრიბუნალის ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე კი სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი რომ გადაიღო, მაგარი კომედია გამოვა", - ამბობს კვარაცხელია.

მან საინტერესო ამბავი გაამხილა:

"ფედერაცია ეთიკის
კოდექსს ლამის ტუალეტის ქაღალდივით ეპყრობა. შევიტყვე, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა უეფას ეთიკისა და სადისციპლინო ინსპექტორად, 4 წლის ვადით, უმცროსი ნოდარ ახალკაცი წარადგინეს!

ქართულ ფეხბურთში სხვა ვერ ნახეთ?! სიჭინავა არ იყო, რომ გაჰკიოდა, ახალკაცის გამო 18 მილიონი ლარის დავალიანება დამხვდაო?! რატომ შეიცვალეს დამოკიდებულება და რა იმალება ამაში? ახალკაცმა დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელებზე რამე ხომ არ იცის"?

კვარაცხელიამ კომენტარი "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთაზეც გააკეთა:

"ბატონი საშა ღირსეულად მოიქცა და კოკაიას წინააღმდეგ ხმა არ მიუცია, "დაღმასკომმა" კი ამხელა ინვესტორი მოკვეთა! მალე დაღმასკომელები ფედერაციის შენობაში მარტო დარჩებიან და დარბაზის ანდაც ოთახის ფეხბურთს ითამაშებენ.

ბატონ ილიას კი მივმართავ - 4 ოქტომბერს ოფიციალურად აღგიდგებათ ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობის მანდატი, ჩივაძესთან კი ურთიერთობა თავად გაარკვიეთ".

სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბოლოს 11 ფურცელი გვაჩვენა, სადაც ფედერაციისა და აღმასკომის ამდენივე დარღვევა-დანაშაული იყო ჩამოწერილი, ფურცლების მეორე მხარეს კი - "გადადექით!".

ბოლოს კვარაცხელიამ ფედერაციის უფროსობას წითელი ბარათიც აუფრიალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გადადექიოო, და ვინ გინდა მოვიდეს ისიც დაამატე რა ხალხი მოდის, კვარა კაი რა შენ მოდი კი ბატონო
margali
16:33 28-09-2015
0
რა დროს კომედიაა, კომედია მერე ნახეთ თუ ისევ ძველი სასტავი დარჩა
Unknown
20:14 28-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული