ლევან კობიაშვილი: ეს ხალხი პროგრამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას?

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, ლევან კობიაშვილმა "დინამო არენაზე" წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. მან არსებულ გარემოზე ისაუბრა, ჟურნალისტებს ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო და კითხვებსაც უპასუხა.

"წესდებაში წერია, რომ ყრილობაზე სავალდებულოა რამდენიმე საკითხის განხილვა. მაგალითად, წევრების მიღება ან გარიცხვა, ბიუჯეტის დამტკიცება, პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების არჩევა.

3 ოქტომბრის ყრილობის დღის წესრიგით კი, მხოლოდ პრეზიდენტის არჩევაა გათვალისწინებული.

მაგრამ წესდებაში წერია ისიც, რომ აღმასკომის წევრებს უფლებამოსილება ყრილობის დაწყებამდე უწყდებათ. რატომღაც ამას მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

ეთიკის კოდექსი აშკარად ირღვევა. მაგალითად, ვინმეს სჯერა, რომ
ყრილობაზე დელეგატად წარმოდგენილი ფედერაციის თანამშრომლები არჩევანს პროგრამების მიხედვით გააკეთებენ? თუ თავიანთი ურთიერთობებიდან გამოვლენ, რათა სფფ-ში მუშაობა 4 წლის ვადით გაიხანგრძლივონ? საიდან წამოვიდა დელეგატების ასეთი ჩასმის იდეა?!"

კობიაშვილმა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებაზეც ილაპარაკა:

"ცნობილია, რომ ორ რეგიონს დელეგატის წარმოდგენის უფლება არ მისცეს. მე არ ვიცი, რამდენად აქვს აღმასკომს საშუალება, ეს პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ამის უფლება არ აქვს".

მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ კახა ცხადაძე იმუშავებს:

"ვინც უნდა აირჩიონ, ფაქტია, რომ ცხადაძის ხელში გუნდი გუნდს ჰგავს და მის ხელში ნაკრების თამაში საგრძნობლად გამოსწორდა. კახა ამ პოსტზე ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი გახლდათ, რასაც მუშაობითაც ადასტურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაგიჩირდათ კალაძე კობიაშვილო და დაიცკეთ ლაპარაკი არალეგიტიმურობაზე ერთ რამეში გეთანხმები ბოკერია ნაკაიძე ქანთარია ქასრაშვილი ვასაძე ჩივაძეს შვილი ჩეხი და მათი თამადა ფირცხალავა ქართული Fეხბურთის სირცხვილია
demna
10:34 02-10-2015
0
ბოკერია ქანთარია ნაკაიძე მართლა სირცხვილია რაუნდათ მაგათ ფედერაციაში ჩივაძის შვილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი
zviadi
11:46 02-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული