ლევან კობიაშვილი: ეს ხალხი პროგრამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას?

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, ლევან კობიაშვილმა "დინამო არენაზე" წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. მან არსებულ გარემოზე ისაუბრა, ჟურნალისტებს ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო და კითხვებსაც უპასუხა.

"წესდებაში წერია, რომ ყრილობაზე სავალდებულოა რამდენიმე საკითხის განხილვა. მაგალითად, წევრების მიღება ან გარიცხვა, ბიუჯეტის დამტკიცება, პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების არჩევა.

3 ოქტომბრის ყრილობის დღის წესრიგით კი, მხოლოდ პრეზიდენტის არჩევაა გათვალისწინებული.

მაგრამ წესდებაში წერია ისიც, რომ აღმასკომის წევრებს უფლებამოსილება ყრილობის დაწყებამდე უწყდებათ. რატომღაც ამას მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

ეთიკის კოდექსი აშკარად ირღვევა. მაგალითად, ვინმეს სჯერა, რომ
ყრილობაზე დელეგატად წარმოდგენილი ფედერაციის თანამშრომლები არჩევანს პროგრამების მიხედვით გააკეთებენ? თუ თავიანთი ურთიერთობებიდან გამოვლენ, რათა სფფ-ში მუშაობა 4 წლის ვადით გაიხანგრძლივონ? საიდან წამოვიდა დელეგატების ასეთი ჩასმის იდეა?!"

კობიაშვილმა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებაზეც ილაპარაკა:

"ცნობილია, რომ ორ რეგიონს დელეგატის წარმოდგენის უფლება არ მისცეს. მე არ ვიცი, რამდენად აქვს აღმასკომს საშუალება, ეს პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ამის უფლება არ აქვს".

მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ კახა ცხადაძე იმუშავებს:

"ვინც უნდა აირჩიონ, ფაქტია, რომ ცხადაძის ხელში გუნდი გუნდს ჰგავს და მის ხელში ნაკრების თამაში საგრძნობლად გამოსწორდა. კახა ამ პოსტზე ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი გახლდათ, რასაც მუშაობითაც ადასტურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არველაძე და მისი კლანი მეტასტაზებივით არიან მოდებული ქართულ ფეხბურთს, ისევ ესენი თუ მოვიდნენ და...
0
რეზო შენ თუ გაიმარჯვე და გვერდით მართლა ბოკერია ნაკაიძე ქანთარია გობეჯიშვილი ფირცხალავა დაიკენე გვერდზე ერთ თვეს გაზლევ შენი დუხი აგარიქნება ფედერაციაში და ქართულ ფეხბურთში
zviadi
13:21 02-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული