როგორც კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამარჯვების მოპოვება რთული იქნება, თუმცა მორწმუნე კაცია და გამარჯვების ყოველთვის სჯერა.
"არჩევნებში სულ 35 დელეგატი იღებს მონაწილეობას. გამარჯვების მოპოვება რთული იქნება, იქედან გამომდინარე, რომ ასეთი მცირე რაოდენობის დელეგატების მანიპულირება ძალიან ადვილია.
მორწმუნე კაცი ვარ, ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ", - განაცხადა კვარაცხელიამ.
რაც შეეხება ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტს, მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად კომენტარსაც ვერ გააკეთებს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით