სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: "Holiday Inn"-ში ვითარება დაიძაბა

AutoSharing Option
სასტუმრო "Holiday Inn"-ში, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ვითარება დაიძაბა.

ერთმანეთს სიტყვიერად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატების ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერები დაუპირპირისპირდნენ.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, დაპირპისრება მას შემდეგ მოხდა, რაც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერებს დელეგატების გარკვეული ნაწილი ორ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი.

აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა ერთ-ერთი დელეგატი გიორგი ხაჩიძე, რომელიც რევაზ არველაძის მხარდაჭერია. მან სიცრუეში დააადანაშაულა კობიაშვილი, რასაც ლევან კობიაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერის აღშფოთება მოყვა და ხაჩიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა. სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია. .

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო ყველამ ვიცით რო კობიაშვილია სამთავრობო კანდიდატი, მაგრამ იმასაც ვერ ახერხებენ ეს ... რო თავისი კაცი გაიყვანონ.
სასაცილოა!!!!!!!!!!!!!!!!!!
15:25 03-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული