ლევან კობიაშვილი: იციან, რომ დამარცხდებიან და ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ

AutoSharing Option
რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერები ხელოვნურად უქმნიან არჩევნებს პრობლემას, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, დარეგისტრირებულია უკვე 18 დელეგატი, რაც ქვორუმისთვის საკმარისია, თუმცა ყრილობა მაინც არ იწყება.

"ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. დარბაზში ყავთ გამოკეტილი ხალხი და არ უშვებენ. ქვორუმისთვის საჭირო ხმები უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა ყრილობა მაინც ვერ იწყება", - განაცხადა კობიშვილმა.

კობიაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-თა შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო ყრილობის
გაჭიანურების მიზეზები პირადად გააცნო.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

დღეს ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
სად დამეკარგე შვლის ნუკრო? თუ შენც შენი ფავორიტი კობისავით აგარ შეგიზლია სიტყვის წარმოთქმა???? 2 კლას განათლებულებო ზალად დიპლომიანებო
batumi
12:57 04-10-2015
0
შვლის ნუკრი კაცი რომელიც ცქიტისვილს ამოიყენებს გვერდით და ტავად ავტოგოლა წარადგენს ის კაცი უკვე ...  გირსია და ის შოთის რეზის და აჩის ვერასოდეს გაუტოლდება .... გასაგებია ნუკროოოოო
batumi
22:22 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული