გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გობეჯიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მხარეებმა უეფა-ს რეკომენდაციით მიიღეს. სავარაუდოდ გობეჯიშვილს "ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი შეცვლის.

გობეჯიშვილის თქმით, ის მზად იყო არჩევნებში მონაწილეობისა და რევაზ არველაძისთვის ხმის მიცემისთვის.

გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით გუშინ, 2 ოქტომბერს დააკავეს, დღეს კი სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული