სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: დელეგატებმა რეგისტრაცია დაასრულეს

AutoSharing Option
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის საარჩევნო ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია დასრულდა.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რეგისტრაცია უკვე გაიარეს რევაზ არველაძისა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერმა დელეგატებმა. უახლოეს ხანში კი, ყრილობაც დაიწყება - აირჩევენ საარჩევნო და ხმის დამთვლელ კომისიებს.


სავარაუდოდ, ყრილობის დასაწყისში დელეგატებს შორის ჩატარდება კენჭისყრა, იმის თაობაზე, გაუუქმდებათ თუ არა ხმის მიცემის უფლება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატებს.

ამის შემდეგ კი, დაიწყება საპრეზიდენტო არჩევნები. დელეგატები ფარული კენჭისყრით დააფიქსირებენ პოზიციას რევაზ არველაძის, ლევან
კობიაშვილის ან მამუკა კვარაცხელის სასარგებლოდ.

ამასთან, გეგა გობეჯიშვილის ნაცვლად, როგორც ცნობილი გახდა,არჩევნებში ზურაბ პეტრიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული