პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა სფფ-ის ახალ თავკაცებს და მის მხარდამჭერებს სურთ. გავრცელებული ხმების მიხედვით, ისინი პრეზიდენტად თბილისის "დინამოს" ტექნიკურ დირექტორს ლევან ზუხბაიას მოიაზრებენ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად - "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს.
ამაში დაეჭვება შეიძლებოდა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტას ჯერ თავად პროფლიგის ჩამოყალიბება სჭირდება, შემდეგ კი - კლუბების შეთანხმება. დღეს კი,
სწორედ ეს გვითხრა ზუხბაიამ, რომელსაც კომენტარისთვის დავუკავშირდით:
"მე უნდა გავხდე პროფლიგის ტექნიკური დირექტორი? ჯერ პროფლიგა არ ჩამოყალიბებულა და შემოთავაზება ვისგან უნდა მიმეღო?
შესაძლოა, ჭორები იქიდან აგორდა, რომ ადრე პროფლიგის აღდგენის საკონსულტაციო ჯგუფის კოორდინაციასა და მუშაობაში ვმონაწილეობდი. მაგრამ დამიჯერეთ, ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა, არათუ შემოთავაზება", - ამბობს ზუხბაია.
ზოგადად, "დინამოს" ტექნიკური დირექტორი პროფლიგის აღდგენას საჭირო საქმედ თვლის:
"პროფლიგა აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს. ამის გარეშე, საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია, მით უფრო იმ პირობებში, როცა არაორაზროვანი კითხვები ჩნდება სახელმწიფო კლუბებში სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.
პროფლიგა სწორედ ამ სახსრების სწორი და ეფექტური განკარგვის გარანტი უნდა გახდეს, კლუბებს სწორი მიმართულება მისცეს და კომერციული მხარე გააძლიეროს.
საერთოდ, ეს დიდი და სერიოზული თემაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ამას თავი უნდა მოებას".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"