[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ოქტომბერს, თითქმის 8-საათიანი პერიპეტიების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს უეფა-ს რეკომენდაციით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. კადრებში ჩანან, რევაზ
არველაძე, უეფა-ს ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, ასევე არჩევნების დელეგატები.

"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ..." - ისმის ფარულ ჩანაწერში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომ უნდა მოეგო 10 % რეიტინგის მქონე არველაძეს 85 %-იან კობიაშვილზე? 12 წელი ფედერაციაში მოკალათებული რომ იყო რა გააკეთა???
jorji
11 ოქტომბერი 2015 09:41
0
წარსულში ჩარჩენილი ფუნქციონერი-კაი ბიჭი. და მისი მინიონები ყარყუმებივით რომ სხედან ფონზე! ამათ უნდა მოეხდინათ რეფორმები? ასეთები რომ იყვნენ და არიან ქართული ფეხბურთის სათავეებთან, მაგიტომაც ვართ ამ წუმპეში. კარგი ჭირი მოვიშორეთ.
ბონდო
11 ოქტომბერი 2015 02:55
0
იყო ჩარევა იყოოოო, მარა საჭირო ჩარევა... ნემსაძე რო 8 წუთში გადადგა მაშინ სად იყო ჩვენი რეზიკიეეეე?''? ეხლა ატლიკინდა ყველა შიში გაუქრათ...
.
11 ოქტომბერი 2015 02:43
0
გილოცავთ არჩეულ პრეზიდენტს კობიაშვილს ვაი ჩვენ დღეს უბედურს
Mamuka
10 ოქტომბერი 2015 18:44
0
ავიცენარა ყველა საიტზე ერთიდაიმავე ტექსტს აკომენტარებს)))სასვენი ნიშნები მაინც შეცვალე)))
რომან
10 ოქტომბერი 2015 18:43
0
გილოცავთ როგორც იქნა არჩეული პრეზიდენტი ყავს ქართულ ფეხბურთს მეგონა მართლა მოიგო კობიაშვილმა ამის მნახველმა ეხლავე უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს არ გაუტრაკეს ამ ფეხბურთს საქმე არავი არაფრის გაკეთება არ უნდა და ყველა ფეხბურთში ყოფს ცხვირს გამოყავით ეგ ცხვირები და ფინანსურად ამოუდექით მხარში
Mamuka
10 ოქტომბერი 2015 18:42
0
არველაძე კაცი მეგონა და თარგამაძეს აყოლია ინტიგნობაში.ცალმხრივად რომ ლაპარაკობს რაღაც სათავისო ისტორიას სადაა დანარჩენი ჩანაწერი,მოგვასმენინე თარგამაძე გივიავ სადაც სურკისი იტყვის:"წააგე ჩემო რევაზ და გამოვუშვებთო".ამ კონცერტების დადგმაში ბადალი არ გყავთ არა.
avicena
10 ოქტომბერი 2015 17:18
0
უეფაც დიდ კორუფციებშია გაერული ასე რომ არ მიკვირს ეს საუბარი. პლატინი და ბლატერი მოკვეთეს საქმიანობიდან რამდენიმე თვით სანამ გამოძიება მიდის.

არველაძე და სურკისის საუბარიდან გამომდინარე სურკისმა ფაქტიურად აგიარებს რომ დაჭერა პოლიტიკურად მოტივირებულია. ანუ ამ არჩევნებს აზრი არ ქონდა რაც იყო ის დარჩა.

იმდეია კობის არ ჩაითრევენ მაგრამ არ მგონია გაუძლოს ამ ხალხს.
vato
10 ოქტომბერი 2015 17:02
0
ყველას კარგად გვახსოვს შოთაზე რომ ხმები დადიოდა როცა ნაკრების მოტამაშე იყო რას ვამბობდით შოთაზე?ნაკრებში ფეხეებს უპრთხილდებაო?ასე არ იყო?
Bacho
10 ოქტომბერი 2015 15:51
0
ვის ჯერა ამის?მე არ მჯერა
Bacho
10 ოქტომბერი 2015 15:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული