ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობ სამთავრობო კომისიაში ლევან კობიაშვილს მოუსმენენ

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობ სამთავრობო კომისიაში უახლოეს მომავალში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ველოდებით, რომ წარმოადგინოს გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული ფეხბურთისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც რევაზ არველაძე უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტს, გრიგორი სურკისსა და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება, კალაძემ აღნიშნა, რომ მასში ვერაფერი ისეთი ვერ ნახა.


"ისინი აპელირებდნენ იმით, რომ ითხოვდნენ დაკავებული ადამიანის გამოშვებას და მაშინ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში.
თუმცა ლევან კობიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ იმ ადამიანის, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებაზე იყო დაკავებული, ჩანაცვლება მომხდარიყო და დაბრუნებოდათ ის ხმა. მოთხოვნა რაც იყო მათი მხრიდან, ფაქტობრივად, გაქარწყლებული იყო, ამიტომ ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ ხმა წაართვეს, რაც აბსოლუტურად სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას, კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კომისიის წევრი თავადაც არის და უახლოეს მომავალში ელოდებიან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ მან წარადგინოს გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული ფეხბურთისთვის, სად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, როგორც უნდა დაეხმაროს და ა.შ.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც არ უნდა მოეგო, ჩვენ მზად ვიყავით; მოვისმენდით პრეზიდენტის ხედვას, თუ რა თანხები იყო საჭირო, რა პროექტები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი გაძლიერდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული