დავით მუჯირი: რბილად რომ ვთქვათ, ფედერაციაში არასახარბიელო სიტუაციაა

AutoSharing Option
13 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ინიციატივა განიხილეს და გენმდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, დავით მუჯირის კანდიდატურა დაამტკიცეს.

ფედერაციის ახალ გენმდივანს "ლელომ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა:

- გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას. ძალზე რთულ საქმეს შეეჭიდეთ...
- გეთანხმებით, სფფ-ის გენერალური მდივნობა მართლაც მძიმე და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. უპირველესად, ამ ნდობისთვის მადლობა უნდა გადავუხადო ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს.

ამ დღეების განმავლობაში ლევანი ფედერაციაში არსებულ ვითარებას სწავლობდა,
მე კი მას ვეხმარებოდი. ახლა ეს უკვე ჩემი უშუალო მოვალეობა გახდა. მინდა, პირადად მას წარმატება ვუსურვო ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ. ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და კოორდინირებულად ვიმუშავებ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დაგვიდგება გვერდში ქართული საფეხბურთო საზოგადოება. ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

- თქვით, რომ კობიაშვილთან ერთად ფედერაციაში არსებულ ვითარებას სწავლობდით. რა მდგომარეობა დაგხვდათ?
- შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა.

- რას გულისხმობთ? გავრცელდა ხმები, თითქოს, ფეხბურთის ფედერაციას 9-მილიონიანი დავალიანება აქვს. ეს რეალური ინფორმაციაა?
- ვალები მართლაც არის, მაგრამ ჯერ ვითარების შესწავლა მიმდინარეობს და ნაადრევ განცხადებებს მოვერიდები. მაგრამ ვიმეორებ - რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაციაა და ვეცდებით, მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ.

- ვიცე-პრეზიდენტების ვინაობა როდის გახდება ცნობილი?
- ჯერ 18 ნოემბრის რიგგარეშე ყრილობა უნდა გაიმართოს, სადაც ახალი აღმასკომის წევრებს აირჩევენ. ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურები მათგან პრეზიდენტის მიერ შეირჩევა.

- 18 ნოემბრის ყრილობის დელეგატები სფფ-ში ახალი წევრების მიღების საკითხს თუ განიხილავენ?
- ჯერ სასწრაფოდ აღმასკომის წევრებია ასარჩევი. მის ძველ შემადგენლობას ვადა გასდის და ახლები წელსვე უნდა ავირჩიოთ, დანარჩენსაც სამომავლოდ განვიხილავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
"იმედია" დიდი საძმაკაცო გყავთ და მიდით დანიშნეთ ძმაკაცები. არ გინდათ პროფესიონალების მოძიება, რესტორანში სუფრასთან ვინც იქნებით იქიდან დანიშნეთ ვინმე. როგორ უნდა გაატაროთ წარმატებული რეფორმები თუ ისევ ძველებური აზროვნებით უდგებით საქმეს?
ლუკა
03:38 15-10-2015
0
ყველა ასე მოდის: "რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაციაა" ან "ცუდი სიტუაციაა" ან "ასეთი სიტუაცია ჯერ არსად ყოფილა" და ა.შ. ჯერ ამან რა იცის, მერესხვების მსგავსად ლაპარაკობს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველაფერი თუ არა, მეტი კარგი იყო ესენი თავს ვერ მოუყრიან ვერაფერს :)
giorgi
09:06 15-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული