რა კრიტერიუმით შეარჩია სფფ-ის ახალმა თავკაცმა დავით მუჯირის კანდიდატურა?

AutoSharing Option
გუშინ, 13 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. განსახილველი იყო მხოლოდ ორი საკითხი: ჯერ ის, რომ რიგგარეშე ყრილობის თარიღად 18 ნოემბერი გადაწყდა. ამავე დღეს დელეგატები აღმასკომის ახალ შემადგენლობასაც დაამტკიცებენ.

...და მეორე საკითხი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ინიციატივით განიხილეს.

ამრიგად, დადასტურდა "ლელოს" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია - ვაკანტურ პოსტზე კობიაშვილმა აღმასკომს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, დავით მუჯირის კანდიდატურა შესთავაზა. აღმასკომმა კობიაშვილის წინადადება დაამტკიცა.

რა კრიტერიუმით შეარჩია სფფ-ის ახალმა თავკაცმა მუჯირის კანდიდატურა? ამ კითხვით "ლელომ" თავად ფედერაციის
თავკაცს მიმართა:

"შერჩევის კრიტერიუმი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ მუჯირი ჩემი გუნდის წევრია, არამედ ის, რომ დათო ღირსეული ადამიანია.

ეს არჩევანი გავაკეთე მისი პროფესიონალიზმიდან, საქმიდან, ფეხბურთის ერთგულებიდან და სიყვარულიდან გამომდინარე.

კარიერის დასრულების შემდეგ მას ჰქონდა საშუალება, სხვადასხვა კლუბში ემუშავა. მიხარია, რომ ის არის გენერალური მდივანი, რასაც აბსოლუტურად იმსახურებს", - გვითხრა კობიაშვილმა.

დავით მუჯირის დოსიე
დაიბადა 1978 წლის 2 იანვარს, თბილისში

პროფესიული კარიერა
1994-98 დინამო თბ. 59 (24)
1999 ლოკომოტივი თბ. 11 (0)
1999-2001 შერიფი 61 (29)
2001-05 შტურმი 106 (21)
2005-08 კრილია სოვეტოვი 44 (14)
2008-09 ლოკომოტივი მ. 24 (2)
2010 დინამო თბ. 12 (4)
2011 სანფრეჩე იაპ. 34 (6)
2011-12 ზესტაფონი 24 (3)

ეროვნული ნაკრები
1993 საქართველო U17 2 (0)
1994 საქართველო U19 2 (0)
1995-97 საქართველო U21 9 (2)
2003-08 საქართველო 26 (1)

სამწვრთნელო საქმიანობა
2012 ზესტაფონი მთ. მწვრთნელი

მენეჯერული საქმიანობა
2014-15 სამტრედია სპ. დირექტ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა მიღწევების და რა კვალიფიკაციის გამო დატოვეთ ნინო სორდია?ერთადერთი შედეგი მოუტანა ქალთა ფეხბურთს და ჩამოაყალიბა არაჩვეულებრივი ტურისტული სააგენტო სახელად ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
მაია
01:47 11-12-2020
0
ქართველების მუდმივი გულსატკივარი არის აზროვნება. როდემდე უნდა იყოთ ასე გასაწყლებული გონებით და უიმედოობით. ჯერ იყო და დღემდე სტალინს, ბერიას, შევარდნაძეს, გამსახურდიას, სააკაშვილს მისტირით და ახლა რეზო არველაძეც მიემატა და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ერთი რამ შეიგნეთ რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, არსებობს განსხვავებული აზრი და მსოფლმხედველობა და საქმის სიყვარული მის შესრულებასთან ერთად. აქამდე რაც იყო ქართულ ფეხბურთში და სადამდეც ამან მიგვიყვანა ამას გამადიდებელი ხელსაწყოები არ სჭირდება და მოვრჩეთ ამ ტირილს და გოდებას აცალეთ ამ ხალხს საქმის კეთება და მოეშვით ჯადოსნობას.
j.....
15:28 14-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული