გადაწყვეტილია, რომ ამ გაერთიანებას ვახტანგ ქორიძე უხელმძღვანელებს - თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და საფეხბურთო წრეებში ფრიად პატივსაცემი პიროვნება. ის პოსტზე ვაჟა ჟვანიას ნაცვლად აირჩიეს. ამ უკანასკნელმა გადადგომა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ, რამდენიმე დღეში გადაწყვიტა.
"ყრილობიდან ორიოდე დღეში შევიტყვეთ, რომ ჟვანია გადადგომას აპირებდა. 40-მდე ვეტერანი ფეხბურთელი შევიკრიბეთ და ვაჟამ იქ თავად თქვა, რომ წასვლას აპირებდა.
მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. თენგიზ სულაქველიძემ თავმჯდომარედ ჩემი
ასეთი საფეხბურთო ოჯახის ხელმძღვანელობა რთულიც არის და საპატიოც, თუმცა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და დასალაგებელი", - ამბობს ქორიძე.
კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ გელა კეტაშვილი აირჩიეს. ქორიძე ამბობს, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო:
"საქართველოში კი არა, მთელ კავკასიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ამ კაცს მეტი დაფასება ერგებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელიც იყო და სიმართლის თქმასაც არასოდეს ერიდებოდა.
მასზე ყველაფერი ალალია, დაფასებაც, ჯილდოებიც და თავმჯდომარეობაც. სირცხვილი იქნებოდა, არ დაგვეფასებინა".
ქორიძემ ვეტერანთა კავშირის გეგმებზე ილაპარაკა:
"ბიძინა ივანიშვილისა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას დახმარებით ვეტერანებმა სული მოითქვეს და ახლა შიმშილით არავინ კვდება. მაგრამ ჩვენი სურვილია, ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციასა და მთავრობას დაველაპარაკოთ და დამსახურებული ვეტერანების დახმარების თანხები გავზარდოთ.
იქნებ მოვახერხოთ და უფრო მეტ ვეტერან ფეხბურთელს დავუდგეთ გვერდში".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"