ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის ყრილობის შემდეგ ლოგიკური იყო, რომ ცვლილება ვეტერან ფეხბურთელთა კავშირშიც მომხდარიყო.

გადაწყვეტილია, რომ ამ გაერთიანებას ვახტანგ ქორიძე უხელმძღვანელებს - თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და საფეხბურთო წრეებში ფრიად პატივსაცემი პიროვნება. ის პოსტზე ვაჟა ჟვანიას ნაცვლად აირჩიეს. ამ უკანასკნელმა გადადგომა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ, რამდენიმე დღეში გადაწყვიტა.

"ყრილობიდან ორიოდე დღეში შევიტყვეთ, რომ ჟვანია გადადგომას აპირებდა. 40-მდე ვეტერანი ფეხბურთელი შევიკრიბეთ და ვაჟამ იქ თავად თქვა, რომ წასვლას აპირებდა.

მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. თენგიზ სულაქველიძემ თავმჯდომარედ ჩემი
კანდიდატურა წამოაყენა. მას დანარჩენებმაც აუბეს მხარი და მიხარია, რომ ერთ კაცს აუგი არ უთქვამს.

ასეთი საფეხბურთო ოჯახის ხელმძღვანელობა რთულიც არის და საპატიოც, თუმცა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და დასალაგებელი", - ამბობს ქორიძე.

კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ გელა კეტაშვილი აირჩიეს. ქორიძე ამბობს, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო:

"საქართველოში კი არა, მთელ კავკასიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ამ კაცს მეტი დაფასება ერგებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელიც იყო და სიმართლის თქმასაც არასოდეს ერიდებოდა.

მასზე ყველაფერი ალალია, დაფასებაც, ჯილდოებიც და თავმჯდომარეობაც. სირცხვილი იქნებოდა, არ დაგვეფასებინა".

ქორიძემ ვეტერანთა კავშირის გეგმებზე ილაპარაკა:

"ბიძინა ივანიშვილისა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას დახმარებით ვეტერანებმა სული მოითქვეს და ახლა შიმშილით არავინ კვდება. მაგრამ ჩვენი სურვილია, ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციასა და მთავრობას დაველაპარაკოთ და დამსახურებული ვეტერანების დახმარების თანხები გავზარდოთ.

იქნებ მოვახერხოთ და უფრო მეტ ვეტერან ფეხბურთელს დავუდგეთ გვერდში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაპატიე მაგრამ ..., და გული მიკვდება ისევე როგორც ქართველი, უფრო სწორედ გრუზინების საგულისხმო ნაწილი; მე ბიძინას მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ ქველმოქმედებას რაში დახარჯავ არავის საქმე არ არის; ბევრ ავადმყოფს დაეხმარა, ბევრ გაჭირვებულსაც, ბევრი რამ ისეც გააკეთა არავინაც არ გაიგო; სხვისი ხელისშემყურე ერი ვერ იქნება ერი; შეუშვი თავში არავის არ აქვს ვალდებულება შენი გასაკეთებელი სხვამ აკეთოს; იმათ რომ დახმარებოდა, მერე კიდევ გამოჩნდებოდა ვიღაცა; ბოლო ბოლო ერი ვართ თუ მათხოვრების ხროვა, სსრკ -ს მოტრფიალე მათხოვრებად არ დავრჩებით იმედია
გიორგის
15:20 15-10-2015
0
რამდენ რამეს მიხედოს ბიძინამ? არ ჩამოვთვლი ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, ალბათ ერთი ადამიანის შესაძლებლბებს მნიშვნელოვნად აღემატება. ბოლოს ისიც გააკეთა ჭირი მოაშორა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საქართველოს.თავიდანვე თქვა პოლიტიკაში დიდ ხანს არ ვიქნებიო და მართლაც წავიდა და გამზადებულ სამთავრობო მაგიდასთან დასვა ხალხი, რომლებიც თავის ტავს პოლიტიკოსებს და დიპლომატებს უწოდებენ.და პირველ რიგში პატრიოტებათ მოაქვთ თავი, ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეკუთვნის მაგრამ. 65 დოლარიანი პენსიის მქონე ქვეყნის მინისტერი ხარ თუ სხვა მოხელე ნაჩალნიკი, რომელსაც პენსიონერზე მინიმუმ 20 ჯერ მეტი ხელფასი გაქვს ავტომანქანა გემსახურება და სხვა პრივილეგიებიც საკმაოდ გაქვს, რა ნამუსით იღებ კიდევ პრემიას თუ მოდაში შემოსულ სახელფასო დანამატს. პრემია მაშინ შეიძლება თუ სოციალური ფონი აშკარად უკეთესი გახდება შენი მმართველობის დროს. მე არ ვიცი მართლაც ასეთ პრემიებს და სახელფასო დანამატებს ღებულობენ ჩინოვნიკები, თუ ჩვენი მასობრივი საშუალებების იაფ ფასიანი სენსაციური სტატიებია ხელისუფლების დისკრედიტაციისაკენ მიმართული, მაგრამ როგორც ამბობენ კვამლი უცეცხლოდ იშვიათად არის. და თუ ასეა მათ სათითაოდ ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს, და ხალხის მასებისთვის უნდა გახდეს ცნობილი რა განსაკუთრებული დამსახურებისათვის აიღეს მაღალი ანაზღაურება. ბიძინა ყველას ბუღალტრად ვერ დაჯდება. და ყველამ თავის გულში ჩაიხედოს რამდენად აზროვნებს სახელმწიფოებრივად. მე არ ვარ პოლიტიკურ ეკონომიკური ანალიზის უნარს მოკლებული, მაგრამ ვიცი რომ ჩვენისთანა ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში სახელმწიფო თანამდებობა ტვირთი, სიმძიმე და დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ არ მინდა. და თუ აიღეთ თქვენს თავზე ეს ყოველივე ცოტა სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ, თორემ პირველ რიგში ბიძინა არ გაპატიებთ, და ალბათ საქართველოს მოსახლეობაც სათანადო პასუხს გაგცემთ.თუ საშუალება აქვს ბატონ ბიზინას ის აუცილებლად მიხედავს ქართულ ფეხბურთს და სირცხვილი სხვა ქართველ ბიზნესმენებს თუ მარტო ბიძინამ ყველაფერს უნდა მიხედოს. კობი კარგი ბიჭია და მე მგონია ქართულ ფეხბურთში აღმავლობა იქნება. გერმანიასთამ მატჩი არის დასაწყისი.ყველა ღმერთთან მართალ და თავის თავის წინაშე მართალ კაცს გაუმარჯოს. ფარავდეს საქართველოს უფალი.
zura
15:29 15-10-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული